პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

აშშ-მა 14 სავაჭრო პარტნიორისთვის ახალი ტარიფების გეგმა გამოაცხადა

აშშ-ის მთავრობამ 14 სავაჭრო პარტნიორზე, მათ შორის ჩინეთზე, ევროკავშირზე, იაპონიასა და ინდოეთზე, ახალი ტარიფების დაწესების გადაწყვეტილება წარადგინა.

აშშ-მა 14 სავაჭრო პარტნიორისთვის ახალი ტარიფების გეგმა გამოაცხადა
BM.GE

აშშ-ის მთავრობამ 14 სავაჭრო პარტნიორზე, მათ შორის: ჩინეთზე, ევროკავშირზე, იაპონიასა და ინდოეთზე, ახალი ტარიფების დაწესების გადაწყვეტილება წარადგინა.

ახალი სავაჭრო შეზღუდვები 1974 წლის სავაჭრო აქტის 301-ე მუხლით დაწესდება და მიზნად სავაჭრო დეფიციტის შევსებას ისახავს.

რაც შეეხება პირობებს, ახალი ტარიფები არსებულ გადასახადებს არ დაემატება, გარდა ჩინეთისა, რომელსაც 2018 წელს დაწესებულ 25%-იან ტარიფზე დამატებით 20%-იანი ტარიფი ემუქრება.

ამასთან, ჩინეთზე დამატებით ახალი გადასახადი შეიძლება დაწესდეს, თუკი პეკინი 2025 წლის ოქტომბერში სამხრეთ კორეაში მიღწეული სავაჭრო ზავის პირობებს დაარღვევს და ტრამპის ადმინისტრაციასთან ახალ სავაჭრო შეთანხმებას არ გააფორმებს.

გარდა ამისა, აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტმა კამბოჯის, ინდონეზიის, სამხრეთ კორეის, მალაიზიის, ტაივანის, ტაილანდისა და ინდოეთისთვის 25%-მდე სატარიფო განაკვეთები წარადგინა.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, ევროკავშირზე და იაპონიაზე მიზნობრივი ტარიფები განიხილება, მექსიკა და ნორვეგია კი ამჟამინდელ წინადადებებში არ შედის, თუმცა სავაჭრო დეპარტამენტი ამ საკითხზეც მუშაობს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 2
  1. BM.GEოპოზიციურიაშშ-ის მთავრობა 16 ქვეყნის წინააღმდეგ ახალ ტარიფებს ამზადებს
  2. BM.GEოპოზიციურიაშშ-ის მთავრობა 16 ქვეყნის წინააღმდეგ ახალ ტარიფებსა და შეზღუდვებს ამზადებს
  3. იმედინიუსისამთავრობოThe Wall Street Journal: აშშ ჩინეთისა და ათობით სხვა ქვეყნისთვის ტარიფების გაზრდას გეგმავს
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ტრამპის ადმინისტრაცია ჩინეთს, ევროკავშირსა და კიდევ ათზე მეტ ქვეყანას ახალ ტარიფებს უწესებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები