ტრამპის ადმინისტრაცია ჩინეთს, ევროკავშირსა და კიდევ ათზე მეტ ქვეყანას ახალ ტარიფებს უწესებს
დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ჩინეთის, ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ ახალი საიმპორტო ტარიფების დაწესებას გეგმავს, რითაც ჩინურ იმპორტზე გადასახადი 40%-მდე გაიზრდება. პეკინმა ბრალდებები უარყო და დიალოგისკენ მოუწოდა.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ოთხშაბათს ათზე მეტი ქვეყნის, მათ შორის ჩინეთისა და ევროკავშირის წინააღმდეგ ახალი საიმპორტო ტარიფების დაწესების ინიციატივა წარადგინა.
აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის ოფისის ინფორმაციით, ახალი გადასახადები ჩინურ იმპორტზე დამატებით 20-პროცენტიან ტარიფს ითვალისწინებს, რაც ამ ქვეყნის პროდუქციაზე ჯამურ გადასახადს დაახლოებით 40 პროცენტამდე გაზრდის.
გარდა ამისა, ადმინისტრაცია იმპორტის გადასახადების დაწესებას გეგმავს ევროკავშირის 27-ვე წევრი სახელმწიფოს, ასევე კამბოჯის, ინდოეთის, სამხრეთ კორეის, ტაივანის, ვიეტნამის, იაპონიისა და სხვა სავაჭრო პარტნიორების საქონელზე.
ახალი ტარიფები 1974 წლის სავაჭრო აქტის 301-ე მუხლის საფუძველზე შემუშავდა. აღნიშნული მუხლი აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს, ჯეიმისონ გრირს უფლებამოსილებას ანიჭებს, დაუწესოს ტარიფები იმ ქვეყნებს, რომლებიც, მისი შეფასებით, დისკრიმინაციულ სავაჭრო პრაქტიკას მიმართავენ და სუბსიდირებული წარმოებით ამერიკელ მწარმოებლებს აზარალებენ.
სააგენტოების ცნობით, ახალი ტარიფების ამოქმედება მომავალი წლის დასაწყისში იგეგმება. პეკინმა ვაშინგტონის ამ ნაბიჯს უკვე უპასუხა, ბრალდებები უარყო და მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…