ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
„ბაიერნის“ მეკარე მანუელ ნოიერმა „მაინცთან“ მატჩის დროს ტრავმა მიიღო, რის გამოც მას 2-3 თვე გაუცდება. ფეხბურთელი სოციალურ ქსელში აცხადებს, რომ აღდგენით პროცესზეა კონცენტრირებული და გუნდს მხარდაჭერას უცხადებს.

ბუნდესლიგის მეცხრე ტურში, სტუმრად „მაინცთან“ მოგებული მატჩის (2:1) 45-ე წუთზე „ბაიერნის“ 40 წლის მეკარემ, მანუელ ნოიერმა ტრავმა მიიღო და შეცვალეს.
ნოიერს 2-3 თვე მოუწევს უქმობა, თუმცა ოპტიმისტურადაა განწყობილი.
„ტრავმა არასასიამოვნოა, მაგრამ ეს ფეხბურთის ნაწილია. ეს ადრე გამოვიარე და ამჯერადაც გავუმკლავდები. ახლა აღდგენისთვის სრული კონცენტრაცია მჭირდება.
იქამდე კი ბიჭებს შეძლებისდაგვარად მხარს დავუჭერ. თქვენს თანადგომას ძალიან ვაფასებ“, - წერს ნოიერი „ინსტაგრამზე“.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…