"ხოდა, ჩემო ცოტნე, ნიკოლოზ რაჭველზე დაწერას ახლოს მე გყავდი და ჯერ თანაგუნდელზე გეზრუნა? თინა სად იყო, რაში გაინტერესებთ უკვე? ესაა უსამართლობა, ჩემო კარგებო, დიახ, ეს"

სოციალურ ქსელში აჭარის კულტურის სამინისტროს, ა(ა)იპ „თანამედროვე ხელოვნების სივრცის“ ღონისძიებების კოორდინატორი თინა ფუტკარაძე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, ცოტნე ანანიძეს მიმართავს და წარსულში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას იხსენებს.
ფუტკარაძე 2007-2008 წლებში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც, მისი განმარტებით, იმ პერიოდის ოპოზიციის შტაბის წევრები არიან აღბეჭდილი.
წერს, რომ სააკაშვილის ხელისუფლებასთან ბრძოლის დროს პირადად დაზარალდა და ამ კონტექსტში ცოტნე ანანიძისგან თანამებრძოლების მიმართ მეტ ყურადღებას ელოდა.
„ფოტოზე მარცხნივ ბადრი ცინცქილაძე, ბატონი მამული ჟღენტი, ლევან კაჭარავა, რაულ ბოლქვაძე და თქვენი მონა მორჩილი მე. ოპოზიციის შტაბი. 2007-2008 წლები.
ვებრძვით სააკაშვილის რეჟიმს, ახალაიებს, სისხლიან რეჟიმს, გულანთებულნი (ოღონდ მართლა). ვაკლავთ თავს, ვუპირისპირდებით კორუფციონერებს, დიახ, იმ ხალხსაც, ახლა რომ აჭარის მუზეუმების დირექტორის მოადგილეებად ჰყავს კულტურის სამინისტროს და, რა ვიცი, ვის ჰყავს. მოკლედ, რიჟვაძემ დანიშნა და დღემდე დაეწეპნენ სკამებს. ჰყავთ და არკვიეთ ახლა, ვინ და რატომ ჰყავთ.
მოკლედ, ვიბრძოლეთ, ვიყვირეთ: წადით, ნაცებო... და მობრძანდით ოცნებაში ისევ (ეს არ გვითქვამს).
ხოდა, რომ ვიბრძოლეთ, რა? თინა მადლობას უნდა უხდიდეს მინისტრს, რომ სამსახური აქვს და არ გააგდეს საერთოდ, ალბათ.
ხოდა, ჩემო ცოტნე, ნიკოლოზ რაჭველზე დაწერას ახლოს მე გყავდი და ჯერ თანაგუნდელზე გეზრუნა?
თინა სად იყო, რაში გაინტერესებთ უკვე? ესაა უსამართლობა, ჩემო კარგებო, დიახ, ეს.
თქვენი არაფერი აღარ უნდა თინა ფუტკარაძეს, როგორც არცერთი ოპოზიციის.
იმედი მაქვს, რომ ვისუნთქო, ამაზე მადლობას არ მათქმევინებთ დილიდან საღამომდე და ყოველი შეხვედრისას.
(მე არ მაქვს ჩემი სიმართლე, მე არ უნდა მტკიოდეს გული, სულ საკუთარ წარმატებებზე უნდა გილაიქოდ?)
რაღა დროს 2008 წელი პირთან მოსატანიაო.
ხოდა, რომელ ნაცებს უპოსტავ, ცოტნე ანანიძე, მეგობარო და მეზობელო, რომელს? მე რომ მეზობელს, ნაბრძოლს ნაც-რეჟიმისგან, მათ მიერ დაზარალებულს, ფინანსურად გინდა თუ მორალურად, ვერ მიცავ დღეს, როცა წამყვან პოზიციაზე ხარ და ზუსტად შენისთანა ადამიანი უნდა გამხდარიყო ჩვენი ძველი თანამებრძოლებისა და სიმართლეზე თვალის გასწორების, თუნდაც ვიწრო სფეროში, დამხმარეც და იმედიც.
ისევ გოგიბერიძე ნაცი გყავთ მუზეუმში და კიდევ რამდენის გვარი დაგიწეროთ.
იმ თინას მხარდამჭერი უნდა გამხდარიყავით, რომელიც არცერთ ოპოზიციურ პარტიასთან 2008 წლის შემდეგ არ ასოცირდება.
შენი მხარდამჭერის და ამომრჩევლის, წარსულიდან ნაბრძოლი ადამიანის დასაცავად სიტყვა არ დაგცდა, მკაფიო და, რა ვიცი, ნაცების ცხოვრებით ხარ ისევ დაკავებული? მაგ საქმით ხომ იყო დავით გაბაიძე დაკავებული და ჩვენ ყველას იმიტომ გვიხაროდა შენი წამყვან პოზიციაზე არჩევა, რომ შენი ამომრჩევლების, ქართული ოცნების ერთგულების მხარდაჭერას დაიწყებდი. (მეგონა).
ჩემი ერთგულების მიუხედავად, წარსულში და დღეს, რაზეც ზემოთ მოგახსენეთ, მიუხედავად იმისა, ვერცერთი ჩემი ინტერესი ვერ დაიცავი და ნიკოლოზ რაჭველი გაგიხდა დასაპოსტავი? სხვამ თუ არა, ამ ფოტოზე და პირადად შენც ხომ იცი, როგორ დავზარალდი მიშას რეჟიმთან ბრძოლის პერიოდში.
პირადი სასამართლოები არ იყო, ეს ეროვნული საქმე იყო, ჩემო ცოტნე, რაც კარგად იცი შენ სხვებისგან განსხვავებით. უზენაეს სასამართლომდე ვიბრძოლე თითოეული ამომრჩევლის ოქმების გადასარჩენად. და ეს?
მართლა ეს დაპორტირებული ხალხი როგორ გირჩევნიათ დღეს სხვებს.
მე გუშინ არ დავბადებულვარ, კიდევ დიდხანს რომ ველოდო ერთგული ხალხის დაფასებას. არა, ამ პოსტს არაფრის გამო არ ვწერ, არაფერი მინდა. მხოლოდ ის დაგიფიქსირე: არ ვარ მე დაპორტირებული ნაცი და სხვებში შენ კი არა, სხვებსაც არ ავერიო!
სულ კარგად ბრძანდებოდეთ!“ - წერს სოციალურ ქსელში თინა ფუტკარაძე.
აჭარის კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ა(ა)იპ „თანამედროვე ხელოვნების სივრცის“ მოქმედი თანამშრომლის საჯარო მიმართვას სოციალურ ქსელში აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე კომენტარების ველში არ გამოხმაურებია.

მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…