პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ნინო ლაცაბიძე: საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, რუსთავის გუნდი მზად ვართ დავიწყოთ ჩვენი ქალაქის განვითარებისთვის კიდევ ერთი გარდამტეხი და უმნიშვნელოვანესი წელი

საქართველოს მთავრობა

რუსთავის საკრებულომ 2027 წლის ბიუჯეტი 192 518 200 ლარით დაამტკიცა, საიდანაც 83 მილიონზე მეტი ინფრასტრუქტურას მოხმარდება. მერ ნინო ლაცაბიძის განცხადებით, ბიუჯეტი 20 მილიონი ლარით გაიზარდა.

ნინო ლაცაბიძე: საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, რუსთავის გუნდი მზად ვართ დავიწყოთ ჩვენი ქალაქის განვითარებისთვის კიდევ ერთი გარდამტეხი და უმნიშვნელოვანესი წელი
იმედინიუსი

რუსთავის საკრებულომ 2027 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. რუსთავის 2027 წლის ბიუჯეტის პარამეტრები 192 518 200 ლარითაა განსაზღვრული.

ქალაქის წარმომადგენლობით ორგანოს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის პრეზენტაცია რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, გუნდთან ერთად წარუდგინა. ქალაქის მერმა მომავალი წლის ბიუჯეტის ძირითად პრიორიტეტებზე, მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და რეფორმებზე ისაუბრა, რის შემდეგაც, საკრებულოს დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.

„საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, რუსთავის გუნდი მზად ვართ დავიწყოთ ჩვენი ქალაქის განვითარებისთვის კიდევ ერთი გარდამტეხი და უმნიშვნელოვანესი წელი. 20 მილიონი ლარით გაზრდილი, 192 მილიონი ლარით განსაზღვრული საწყისი ბიუჯეტი დამტკიცებულია. ეს ნიშნავს, რომ დავიწყებთ უმნიშვნელოვანეს პროექტებს და კიდევ უფრო მეტ ახალ შესაძლებლობებს შევქმნით რუსთაველებისთვის. ჯერ კიდევ უამრავი გამოწვევა გვაქვს დასაძლევი, მაგრამ გასულ წლებში განხორციელებულმა პროექტებმა შეგვიქმნა რეალური საფუძველი, გვქონდეს მზარდ და განვითარებაზე ორიენტირებულ ქალაქად ჩამოყალიბების ამბიციური გეგმა“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

ქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს 20 დეპუტატმა, მათ შორის ოპოზიციური პარტიების „გირჩის” და „კონსერვატორები საქართველოსთვის“ წევრებმა დაუჭირეს მხარი.

ახალი განვითარების ქალაქი ბიუჯეტის ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს და 2027 წელს, 2026 წლის საწყის ბიუჯეტთან შედარებით 20 მილიონით გაზრდილი პარამეტრებით ხვდება.

„დამტკიცებული ბიუჯეტი არის მრავალეტაპიანი სამუშაო პროცესის შედეგი, რომელიც მუნიციპალიტეტმა მოქალაქეებთან მუდმივი დიალოგის გზით, ერთობლივი მუშაობის შედეგად ჩამოაყალიბა. ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ასახული ყველა პრიორიტეტი ეფუძნება პასუხისმგებლობიან პოლიტიკას, რომელიც ჩვენი ქალაქისა და მოსახლეობის მომავალს განსაზღვრავს. შენარჩუნებულია ზრდის დინამიკა და ბიუჯეტის საწყისი მოცულობა 192 მილიონ 518 ათას ლარს შეადგენს“, - განაცხადა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა რეხვიაშვილმა.

2027 წლის ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტი კვლავ ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებაა და ინფრასტრუქტურული პროექტების საწყისი ბიუჯეტი 83 087 700 ლარია.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას. პირველ ეტაპზე ახალი გზები დაიგება მელიქიშვილის, გრიგოლ ხანძთელის, მოდებაძის, ნიშნიანიძის, დოლიძის ქუჩებზე.

მომავალ წელს რუსთაველების კიდევ ერთი პრობლემა გადაწყდება. საქართველოს მთავრობის დახმარებით, რუსთავს 70 ახალი ავტობუსი ეყოლება. 70-ვე სატრანსპორტო საშუალება, რუსთავი-თბილისის ხაზზე იმოძრავებს.

გაგრძელდება ავარიული საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაცია, დაიწყება ხელოვნების ახალი სასახლის მშენებლობა. ასევე გრძელდება ახალი ლიფტების პროგრამა და მომავალ წელს, რუსთავის კორპუსებში კიდევ 200-მდე ახალი ლიფტი დამონტაჟდება.

2027 წელსვე დაიწყება რუსთავის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სპორტული ობიექტების - სპორტული ქალაქის და უეფას სტანდარტების სტადიონის მშენებლობა. იგეგმება რუსთავის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია და ახალი ვრცელი რეკრეაციის მოწყობა სპორტული ქალაქის მიმდებარედ.

გრძელდება მუნიციპალური სერვისების რეფორმა და იგეგმება ახალი ახალგაზრდული პროექტები.

2027 წელი რუსთავის განვითარებისთვის კიდევ ერთი გარდამტეხი წელი იქნება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობონინო ლაცაბიძე - საქართველოს მთავრობის მხარდაჭერამ და გასულ წლებში განხორციელებულმა პროექტებმა, შეგვიქმნა საფუძველი, გვქონდეს მზარდ და განვითარებაზე ორიენტირებულ ქალაქად ჩამოყალიბების ამბიციური გეგმა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ნინო ლაცაბიძე - საქართველოს მთავრობის მხარდაჭერამ და გასულ წლებში განხორციელებულმა პროექტებმა, შეგვიქმნა საფუძველი, გვქონდეს მზარდ და განვითარებაზე ორიენტირებულ ქალაქად ჩამოყალიბების ამბიციური გეგმაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები