ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის

თიბისი ბანკი

თიბისიმ და Visa-მ Glovo-ს კურიერებისთვის ექსკლუზიური საგადახდო ბარათი წარადგინეს, რომელიც მომხმარებლებს ყოველდღიურ გადახდებზე ფასდაკლებებსა და ქეშბექებს სთავაზობს.

თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვისალია

დღეიდან თიბისი და Visa Glovo–ს კურიერებსექსკლუზიურად მათთვის შექმნილ საგადახდო ბარათს – „Glovo-ს პარტნიორის ბარათი“– შესთავაზებენ.

Glovo-ს კურიერების საჭიროებებზე მორგებულიერთობლივი ბარათის ოფიციალური პრეზენტაცია, რომლის ანალოგიც საქართველოს ბაზარზე ჯერ არშექმნილა, 21 სექტემბერს, სასტუმრო რუმსის საკონფერენციო სივრცეში გაიმართა.

Glovo საქართველოში მოთხოვნის შესაბამისად მიწოდების უდიდეს ქსელს მართავს, რომელსაც ყოველთვიურად 5,000-ზე მეტი აქტიური პარტნიორი კურიერი ემსახურება. აღნიშნული ბარათი მათ შესაძლებლობას მისცემს, მიიღონ მეტი სარგებელი ყოველდღიური გადახდებისგან.

პარტნიორის ბარათით Glovo-ს კურიერები შეუფერხებელ საბანკო მომსახურებასთან ერთად, მათი საქმიანობისთვის აუცილებელ პროდუქტებსა და მომსახურებებზე მუდმივი ფასდაკლებებითა და ქეშბექებით ისარგებლებენ, რაც მათ ყოველდღიურ საქმიანობას მნიშვნელოვნად გაამარტივებს.

„თიბისისთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლებს შევთავაზოთ არა მხოლოდ საბანკო პროდუქტები, არამედ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებას რეალურად ამარტივებს. ექსკლუზიურად Glovo-ს პარტნიორი კურიერებისთვის შექმნილი ბარათი სწორედ ამ მიდგომის მაგალითია.

გვჯერა, რომ ასეთი თანამშრომლობები ხელს უწყობს თანამედროვე საბანკო გამოცდილების განვითარებას და მომხმარებლებისთვის დამატებითი ღირებულების შექმნას“, – სანდრო რთველაძე, თიბისის საცალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი.

Glovo-ს კურიერებისთვის პარტნიორის ბარათი უკვე ხელმისაწვდომია და მისი შეკვეთა შესაძლებელია GlovoRider აპლიკაციიდან. ბარათი ემატება თიბისი მობაილბანკს და გამოიყენება Apple Pay და Google Pay გადახდებისთვისაც.

(R)

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
მორიგი ჯილდო The Digital Banker-ისგან – საუკეთესო საკრედიტო ბარათი მაღალშემოსავლიანი სეგმენტის მომხმარებლებისთვის აღმოსავლეთ ევროპაშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები