პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სუს-ის უფროსს უსმენენ

საქართველოს პარლამენტისახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

პარლამენტში სუს-ის უფროსს თამაზ ბორაშვილს უსმენენ; უწყების ანგარიშის მიხედვით, აღიკვეთა ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობები, მთავარ საფრთხედ კი რუსული ოკუპაცია რჩებოდა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სუს-ის უფროსს უსმენენ
ინტერპრესნიუსი

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2025 წლის საქმიანობის ამსახველი ანგარიშით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი თამაზ ბორაშვილი გამოდის. სესიამდე ანგარიში თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე მოისმინეს, სადაც დოკუმენტი სუს-ის უფროსის მოადგილემ დავით არჩვაძემ წარადგინა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში საქართველოს სახელმწიფოსთვის ეროვნული უსაფრთხოების მიმართულებით ყველაზე დიდ საფრთხეს კვლავ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია წარმოადგენდა და სამსახურს მუდმივად უწევდა რეაგირება ისეთ გამოწვევებზე, როგორებიცაა საოკუპაციო ძალის მიერ წარმოებული ანექსიისკენ მიმართული ღონისძიებები, უკანონო დაკავებები და ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესი.

სუს-ის ანგარიშის თანახმად, 2025 წელს საქართველო მსხვილი აქტორების კონკურენციის არეალად რჩებოდა, ადგილი ჰქონდა პოლიტიკური გარემოს დესტაბილიზაციისა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობებს, რომელიც უწყების ცნობით, აღიკვეთა. დოკუმენტის მიხედვით, რთულად პროგნოზირებადი გლობალური პროცესების ფონზე, საქართველოს მიმართ შენარჩუნებული იყო შიდა და საგარეო საფრთხეების მაღალი დონე, ქვეყანაში დესტრუქციული პროცესების ინსპირირებისა და არასტაბილური გარემოს შექმნის ალბათობა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოპარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2025 წლის ანგარიშს უსმენენ - გასული წლის საქმიანობას სხდომაზე დეპუტატებს სუს-ის ხელმძღვანელი თამაზ ბორაშვილი აცნობს
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საოკუპაციო ძალის აქტივობები დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული აგრესიული კამპანიის ფონზე ხორციელდებოდა - დავით არჩვაძემ პარლამენტში სუს-ის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები