,, თქვენთვის ცუდი ამბავი მაქვს” – თორნიკე რაზმაძე
ჟურნალისტი თორნიკე რაზმაძე აცხადებს, რომ პოლიტიკურ ველზე ახალი ძალები არ გამოჩნდებიან, რადგან ნებისმიერი აქტივობა საკუთარი თავისა და ოჯახის პროპაგანდის სამიზნედ ქცევას უკავშირდება.

ჟურნალისტი თორნიკე რაზმაძე:
,,ვინც ახალ ძალებს და ახალ ადამიანებს ელოდებით პოლიტიკურ ან საზოგადოებრივ ველზე, თქვენთვის ცუდი ამბავი მაქვს: ასეთი ადამიანები არ გამოჩნდებიან. დააკვირდით რას უკეთებს პროპაგანდა ყველას, ვინც არათუ რაიმეს დაორგანიზების დაწყებას, არამედ ცალკეული კომენტარის დაწერას ბედავს.
ამ რეალობაში ნებისმიერი აქტივობა დაკავშირებულია საკუთარი თავის და ოჯახის სამიზნედ ქცევასთან. იმის მაგალითიც არაერთი გვაქვს, როგორ გაუსწორდნენ ფიზიკურადაც და პროპაგანდისტულადაც არსებულ პოლიტიკოსებს, რომლებიც არ მოგვწონს და მათზე ბევრი უარყოფითი ინფორმაცია გვაქვს. იმაზე თუ გიფიქრიათ, ამ ინფორმაციის რა ნაწილია სიმართლე და რა ნაწილია პროპაგანდის გავლენის შედეგი, რომელიც ზოგჯერ ჩვენს ცნობიერებაზეც მუშაობს?
შეწყვიტეთ საკუთარი პასიურობის გამართლება იმით, რომ თქვენი მოსაწონი არავინ ჩანს და თავად მოიქეცით ისე, როგორც გინდათ, რომ თქვენი მოსაწონი ადამიანი იქცეოდეს, თუნდაც მცირედით – ეს არის ერთადერთი გზა ცვლილებების მისაღწევად. “მესია” არ მოვა, მითუმეტეს პოლიტიკაში, ისედაც როცა მოვიდა, მაშინაც ჯვარს ვაცვით.“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…