გურამ მაჭარაშვილი: “ნაცმოძრაობისა” და მისი განშტოებების მიმართ მათივე ამომრჩეველმაც იმდენად დაკარგა ნდობა, რომ შეიძლება ისინი პოლიტიკურად მხარს არ უჭერდნენ ხელისუფლებას, თუმცა რადიკალურ პროცესებს – დამხობას, მთავრობის შენობაში შეჭრასა და კრიმინალურ ქმედებებს მკვეთრად ემიჯნებიან”
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციას ხელისუფლებაში მოსვლა რევოლუციითა და აჯანყებით სურს, თუმცა საკუთარი ამომრჩევლის ნდობაც დაკარგული აქვს.

„ღიმილის მომგვრელიც კი გახდა ოპოზიციის მხრიდან მასშტაბური აქციების დაანონსება. თავადაც ვერ თვლიან უკვე, მერამდენედ დააანონსეს აქცია და შემდეგ აღმოჩნდა, რომ იქ მისული ადამიანების რაოდენობა იმის საშუალებასაც არ იძლევა, რომ ერთმანეთს დაელაპარაკონ”, – განაცხადა “ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
“ეს იმიტომ ხდება, რომ “ნაცმოძრაობისა” და მისი განშტოებების მიმართ მათივე ამომრჩეველმაც იმდენად დაკარგა ნდობა, რომ შეიძლება ისინი პოლიტიკურად მხარს არ უჭერდნენ ხელისუფლებას, თუმცა რადიკალურ პროცესებს – დამხობას, მთავრობის შენობაში შეჭრასა და კრიმინალურ ქმედებებს მკვეთრად ემიჯნებიან.
გარდა ამისა, “ნაცმოძრაობამ” და მისმა ფილიალებმა ორჯერ “გადააგდეს” თავიანთი ამომრჩეველი. ხალხი მათ პარლამენტში ირჩევს და მერე აღარ შედიან; აირჩევს საზოგადოება თვითმმართველობაში – იქაც აღარ შედიან; ბოლოს კი საერთოდ აღარ მიიღეს მონაწილეობა არჩევნებში. მათ საკუთარ ამომრჩეველს აუკრძალეს არჩევანის უფლება და ასეთი ტიპის პარტია ამბობს, რომ უნდა იყოს პოლიტიკაში. საკუთარი ქმედებებით ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ ხელისუფლებაში მოსვლა რევოლუციითა და აჯანყებით სურთ. შეიძლება ფორმები შეიცვალოს, თორემ შინაარსი არ იცვლება.
მათი ერთ-ერთი „ჭკუათმყოფელი“ ექსპერტი გამოვიდა და განაცხადა, რომ თურმე, კონსტიტუცია არ კრძალავს მთავრობის დამხობას – კონსტიტუცია კრძალავს კონსტიტუციის დამხობასო. ჯერ ერთი, კონსტიტუცია როგორ უნდა დაამხო, რას ნიშნავს ეს – საჯაროდ უნდა დახიო, თუ როგორ უნდა დაამხო?
პარტიას, რომლიც პირდაპირ ამბობს, რომ არ სწამს არჩევნების და ამ გზით ვერ მოვა ხელისუფლებაში, პოლიტიკაში არაფერი ესაქმება”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…