პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

სასამართლოში ძმები წულუკიძეების პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოსაქართველოს პროკურატურაშინაგან საქმეთა სამინისტრო

საქალაქო სასამართლოში „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით დაკავებული ძმები წულუკიძეების პროცესი განახლდა. ადვოკატის მტკიცებით, მტკიცებულებები არ არსებობს და ისინი გამამართლებელ განაჩენს ელიან.

სასამართლოში ძმები წულუკიძეების პროცესი მიმდინარეობს
ალია

საქალაქო სასამართლოს N12 სასამართლო სხდომაში „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით დაკავებული ძმები წულუკიძეების პროცესი განახლდა.

სხდომათა დარბაზში განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომებია მიღებული, რადგან სისხლის სამართლის საქმეზე მსჯავრდებულები განაჩენს ელოდებიან.

ცხრა თვიანი განხილვა დღეს დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვით დასრულდება.

ძმები წულუკიძიეები ადვიკოტის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ მიმართ არ არსებობს არცერთი მტკიუცებულება იმისა, რომ აჭარელი ძმები რაიმე კავშირში არაინ ქურდულ სამყაროსთან და ერთადერთი გადაწყვეტილება, რასაც ისინი ელოდებიან გამამართლებელი განაჩენია.

მაქვს პოზიცია, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა და მის მიმართ უნდა დადგეს ერთადერთი ჭეშმარიტი და ობიექტური გადაწყვეტილება გამამართლებელი განაჩენის სახით. აბსოლიტურად არაფერი, ნებისმიერი ყოფით ნიადაგზე საუბრები პროკურატურის აღქმით არის ქურდული სამყაროს წევრის მიერ რაღაც გარკვეული ტიპის გარჩევაში მონაწილეობა, რაც სრული აბსურდია, შესაბამისად ველოდებით ერთადერთ სამართლიან გადაწყვეტილებას გამამართლებელი განაჩენის სახით – აცხადებს ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ სპეცოპერაცია ბათუმში მიმდინარე წლის 17 მარტს ჩატარდა – დაკავებულ პირებს „კანონიერი ქურდობის”, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის” მიმართვის ფაქტებზე წარედგინათ ბრალდება. აღნიშნული სპეცოპერაციის ფარგლებში სულ დაკავებულია 72 პირი.

შსს-ს მტკიცებით, დაკავებულები ე.წ. ქურდული გარჩევებისა და შეკრებების დროს, უკავშირდებოდნენ “ქურდული სამყაროს” წარმომადგენლებს, მათ შორის „კანონიერ ქურდს“, ასლან ქობულაძეს და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, ე.წ. ქურდული წესების შესაბამისად, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური და სხვა კრიმინალური სახის დავებზე იღებდნენ გადაწყვეტილებებს, რის შემდეგაც მხარეებს თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი, ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ფულის ამოღება სიცოცხლის მოსპობის მუქარით – ე.წ. „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 4 პირი დააკავესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები