ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თავდაცვის სამინისტროსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი

თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის სამინისტროსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ და რექტორმა ჯაბა სამუშიამ მოაწერეს. შეთანხმება მიზნად ისახავს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში სტუდენტების ჩართულობის გაზრდას.

თავდაცვის სამინისტროსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი
თავდაცვის სამინისტროსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელირუსთავი 2

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ჯაბა სამუშიამ მოაწერეს ხელი.

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ სტუდენტებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია აკადემიურ სივრცეში თავდაცვისა და უსაფრთხოების კულტურის პოპულარიზაცია და ახალგაზრდების ჩართულობის გააქტიურება ეროვნული თავდაცვის ინიციატივებში. ამ მიზნით, თავდაცვის სამინისტრო და სსიპ "თავდაცვის მოხალისე" ძალისხმევას არ დაიშურებენ, რომ სტუდენტებმა შეიძინონ შესაბამისი ცოდნა, უნარები და მოტივაცია, როგორც პასუხისმგებლიანმა მოქალაქეებმა, საკუთარი წვლილი შეიტანონ ქვეყნის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის საქმეში. უნივერსიტეტის რექტორის განცხადებით, პროექტი სტუდენტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

მემორანდუმი ითვალისწინებს სსიპ "თავდაცვის მოხალისესა" და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თემატურ თანამშრომლობას. მისი მიზანია თავდაცვის სფეროში მოხალისეობრივი საქმიანობის შესახებ სტუდენტებისა და დაინტერესებული პირების ცნობიერების ამაღლება, რაც, აღნიშნული მიმართულებით, ახალგაზრდების ჩართულობას შეუწყობს ხელს. შეთანხმების საფუძველზე იგეგმება სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრები და ერთობლივი ღონისძიებები.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებას თავდაცვის უწყებისა და უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლები, ასევე სტუდენტური თვითმმართველობის წევრები და სტუდენტები დაესწრნენ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოთავდაცვის სამინისტროსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს სასწავლო ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები