პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 13 პირი - გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულთა ნაწილი ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციის სქემაში იყო ჩართული

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 13 პირი დააკავეს, რომელთა ნაწილიც ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის სქემაში იყო ჩართული. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

კოკაინი, სუბოტექსი, კეტამინი, ალფა-პვპ, კლეფედრონი, ოპიუმი, მარიხუანა და მცენარე კანაფი - სამართალდამცველები სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკების კვალზე გავიდნენ და დანაშაულის ფაქტზე 13 პირს ხელბორკილი დაადეს.

დაკავების ოპერაცია სხვადასხვა დროსა და მისამართზე მიმდინარეობდა. მასშტაბურ საპოლიციო ღონისძიებამდე კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. პოლიციამ ნარკოდანაშაულის სქემაში ჩართული პირების ვინაობა დაადგინა და მათ მიერ შემუშავებული დანაშაულებრივი სქემა გაშიფრა. ნარკოდამნაშავეები ნარკოტიკულ და ფსიქოტროპულ საშუალებებს სხვადასხვა მეთოდით ავრცელებდნენ.

დაკავებულების უმეტესობა ნარკოტიკს წინასწარ შერჩეულ ადგილას ტოვებდა, ფოტოს უღებდა და სამალავის მისამართს მყიდველს უგზავნიდა.

ე.წ. დადების მეთოდით მოქმედებდა სამკაციანი ორგანიზებული ჯგუფიც. "კურიერის" ინფორმაციით, ისინი კოკაინის გავრცელებას უწყობდნენ ხელს. პოლიციამ ჯგუფის ერთი წევრი ქუჩაში აიყვანა, დანარჩენი ორის დაკავების ღონისძიება მათ ნაქირავებ ბინაში მიმდინარეობდა. სახლიდან კოკაინთან ერთად ნარკოტიკის დაფასოებისთვის საჭირო მოწყობილობებია ამოღებული.

დადგენილია კიდევ ერთი ორგანიზებული ჯგუფი. ახალგაზრდა ქალსა და მამაკაცს ნაქირავებ ბინაში სათბური ჰქონდათ მოწყობილი და მცენარე კანაფი მოჰყავდათ.

ირკვევა, რომ დაკავებულების ნაწილი წარდგენილ ბრალს ეთანხმება და დანაშაულს აღიარებს.

ნარკოდანაშაულის სქემაში ჩართული სხვა პირების დასაკავებლად ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები შესაბამის ღონისძიებებს ამ დრომდე ატარებენ. დაკავებულთა რიცხვიც, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში კიდევ გაიზრდება.

რეალიზატორებისა და ნარკოდანაშაულში სხვადასხვა ფორმით ჩართული პირების დასაკავებლად შინაგან საქმეთა სამინისტრო საპოლიციო ღონისძიებებს ყოველდღიურად ატარებს. დანაშაულის ფაქტზე დაკავებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 2
  1. რუსთავი 2სამთავრობონარკოდანაშაულის ბრალდებით 13 პირი დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები
  2. ფორმულაოპოზიციურინარკოდანაშაულის ბრალდებით 13 პირი დააკავეს
  3. ალიაოპოზიციურინარკოდანაშაულის ბრალდებით 13 პირი დააკავეს – ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები
  4. იმედინიუსისამთავრობოპროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, დათესვა, მოყვანის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 13 პირს ბრალდება წარუდგინა
  5. რუსთავი 2სამთავრობო13 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ნარკოდანაშაულისთვის ბრალდება წარედგინათ - პროკურატურა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს - ამოღებულია სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები