ვოლოდიმირ ზელენსკი მოსკოვში ერთად გაფრენასთან დაკავშირებით ალექსანდრე ლუკაშენკოს შეთავაზებაზე - შეუძლია პუტინთან ერთად კიევში ჩამოვიდეს!
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს მოსკოვში ერთად გაფრენის შეთავაზებას არასერიოზული უწოდა და განაცხადა, რომ ლუკაშენკოს შეუძლია პუტინთან ერთად კიევში ჩამოვიდეს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსკოვში ერთად გაფრენასთან დაკავშირებით ალექსანდრე ლუკაშენკოს შეთავაზებას უპასუხა.
„შეუძლია პუტინთან ერთად კიევში ჩამოვიდეს. ჩვენც უზრუნველვყოფთ მათ უსაფრთხოებას, ეს ხომ მოლაპარაკებებია“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადება „არასერიოზულად“ შეაფასა.
„რატომ გვთავაზობს ლუკაშენკო მსგავს არასერიოზულ რაღაცებს? ჩვენ ომის მდგომარეობაში ვართ და არ შეგვიძლია არც მოსკოვში და არც კიევში შეხვედრა. ეს ყველას მშვენივრად გვესმის. ეს არასერიოზული საუბარია. მთავაზობს, რომ წამიყვანს. უბრალოდ თვითმფრინავში ამიყვანს და გავფრინდებით. რა ვარ მისთვის, ჩემოდანი თუ რაღაც სხვა?“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, მანამდე ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მზად არის „უსაფრთხოების გარანტი“ იყოს და ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად მოსკოვში ჩავიდეს.
„მე და ვოლოდია ზელენსკის, შეგვეძლო თვითმფრინავში ჩავმსხდარიყავით და მოსკოვში გავფრენილიყავით. ორივეს ერთად. მე, როგორც მისი უსაფრთხოების გარანტს, შემეძლო მასთან ერთად მოსკოვში გავფრენილიყავი“, - განაცხადა ლუკაშენკომ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიალუკაშენკოს განცხადებით, მზად იყო ზელენსკისთან ერთად მოსკოვში პუტინთან მოსალაპარაკებლად „უსაფრთხოების გარანტის“ სახით ჩასულიყო
ალექსანდრე ლუკაშენკო მზად არის, უსაფრთხოების გარანტი გახდეს და ზელენსკის მოსკოვში პუტინთან მოლაპარაკებებზე გაჰყვეს
„მზად ვარ ზელენსკისთან ერთად მოსკოვში გავფრინდე და მისი უსაფრთხოება უზრუნველვყო“, — ლუკაშენკო
- ვოლოდიმირ ზელენსკი ალექსანდრ ლუკაშენკოზე: მას შეუძლია პუტინი წამოიყვანოს და პუტინთან ერთად კიევში ჩამოფრინდეს, მაშინ ჩვენ ასევე ნამდვილად ვაძლევთ მათ უსაფრთხო მიღების გარანტიას
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…