სლოვაკეთის პარლამენტმა საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეებისთვის ფოსტით ხმის მიცემის შეზღუდვას დაუჭრა მხარი
სლოვაკეთის პარლამენტმა 79 ხმით 71-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც საზღვარგარეთ მცხოვრებ სლოვაკებს ფოსტით ხმის მიცემა ეზღუდებათ და მონაწილეობა მხოლოდ საელჩოებში შეეძლებათ.

სლოვაკეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრებ სლოვაკებს არჩევნებში ფოსტით ხმის მიცემას უზღუდავს. ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, ემიგრანტებს ხმის მიცემა მხოლოდ საელჩოებში შეეძლებათ, მხარი 79-მა დეპუტატმა 71-ის წინააღმდეგ დაუჭირა.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის რობერტ ფიცოს, თქმით, კანონის შეცვლა მიზნად თაღლითობისა და მანიპულაციების თავიდან აცილებას ისახავს. ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ ცვლილება პროევროპულ ამომრჩევლებზეა გათვლილი და ათიათასობით სლოვაკს ხმის მიცემის გარეშე დატოვებს. კანონპროექტის ძალაში შესასვლელად პრეზიდენტის ხელმოწერაა საჭირო.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…