პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ხოშტარია პატიმრებს გათავისუფლებას ულოცავს, ხოლო თორნიკე რაზმაძეს მხარდაჭერას უცხადებს

პატიმრობაში მყოფი „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია ციხიდან გამოგზავნილ წერილში გათავისუფლებულ პატიმრებს ულოცავს და თორნიკე რაზმაძეს მხარდაჭერას უცხადებს.

ხოშტარია პატიმრებს გათავისუფლებას ულოცავს, ხოლო თორნიკე რაზმაძეს მხარდაჭერას უცხადებს
TV პირველი

“დროას“ პატიმრობაში მყოფი ლიდერი, ელენე ხოშტარია პატიმრებს გათავისუფლებას ულოცავს, ხოლო თორნიკე რაზმაძეს მხარდაჭერას უცხადებს.

როგორც ხოშტარია ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს, ძალიან დიდი სიხარული და იმედის მომცემია გარეთ გამოსული პატიმრის ნახვა.

მინდა, გაგიზიაროთ, რამხელა სიხარულისა და იმედის მომცემია გარეთ გამოსული სინდისის პატიმრების დანახვა. ყველას გილოცავთ!

გიორგი მინდაძისა და გიორგი ოკმელაშვილის მოსმენამ დადებითი ენერგიით ამავსო. მათ თავადაც ეცოდინებათ, როგორი მნიშვნელოვანია ამ ემოციის სწორედ საკნის ტელევიზორის ეკრანიდან მიღება.

ყველას კიდევ ერთხელ გილოცავთ და აუცილებლად მინდა, ჩემი სრული მხარდაჭერა და მადლიერება გამოვხატო თორნიკე რაზმაძის მიმართ. მისი ინდივიდუალური ბრძოლა სისტემის წინააღმდეგ ძალიან დიდი შედეგის მომტანი იქნება, - წერს ხოშატარია.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ელენე ხოშტარია - ასეთი საარაკო სიბრიყვე ერთ კვადრატულ მეტრზე არ მახსენდება: „ქარტიით დამხობილი კონსტიტუცია“, „ვეტინგით წართმეული სუვერენიტეტი“, „პლედებით გადატრიალება“ - ისეთებს ლაპარაკობენ, რომ ისევ ჯობია, „თალიბანი“ ადამიანი ეგონოთწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები