ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიმსოფლიოსტატია

ვლადიმერ პუტინი: სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები პირველმა კიევმა დაიწყო და ახლა საპასუხო დარტყმებიც უნდა იგრძნოს

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინამ პირველმა დაიწყა თავდასხმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, სავაჭრო გემებსა და არასამხედრო ობიექტებზე, რის გამოც ახლა საპასუხო დარტყმები უნდა იგრძნოს.

ვლადიმერ პუტინი: სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები პირველმა კიევმა დაიწყო და ახლა საპასუხო დარტყმებიც უნდა იგრძნოს
ვლადიმერ პუტინი: სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები პირველმა კიევმა დაიწყო და ახლა საპასუხო დარტყმებიც უნდა იგრძნოსრუსთავი 2

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინა პირველი იყო, ვინც რუსულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, სავაჭრო გემებსა და არასამხედრო ობიექტებზე დარტყმები დაიწყო და ახლა საპასუხო დარტყმები უნდა იგრძნოს, - ინფორმაციას მედია ავრცელებს.

როგორც ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტებს განუცხადა, უკრაინულმა არმიამ რუსულ გადამამუშავებელ ქარხნებზე იერიშები ზაფხულიდან დაიწყეს, ხოლო ივნისში "40-იანი ოპერაციის" დაწყება დააანონსეს. მისი თქმით, იერიშები მიიტანეს Wildberries-ის საწყობებსა და სხვა არასამხედრო ობიექტებზეც.

"ამას ჩვენს მხარეს გარკვეული ზარალი მოჰყვა. გარდა ამისა, მათ სცადეს შავი ზღვის სანაპიროზე ჩვენი საზღვაო ბლოკადის ორგანიზება. მათ 100-ზე მეტი გემი - როგორც რუსული, ისე უცხოური დროშის ქვეშ მცურავი ხომალდები დააზიანეს. დიახ, ჩვენ ეს ყველაფერი აღვადგინეთ", - განაცხადა პუტინმა.

რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები პირველმა კიევმა დაიწყო. "მათ დაიწყეს ეს ყველაფერი. ყველა პოზიციაზე მათ დაიწყეს. მერე რა, ეს ხუმრობაა? საბავშვო თამაშია? ასე რომ, მათ უნდა იგრძნონ ეს საპასუხო რუსული დარტყმები“, - დასძინა რუსეთის პრეზიდენტმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ამას ჩვენს მხარეს გარკვეული ზარალი მოჰყვა. გარდა ამისა, მათ სცადეს შავი ზღვის სანაპიროზე ჩვენი საზღვაო ბლოკადის ორგანიზება. მათ 100-ზე მეტი გემი - როგორც რუსული, ისე უცხოური დროშის ქვეშ მცურავი ხომალდები დააზიანეს. დიახ, ჩვენ ეს ყველაფერი აღვადგინეთ“
ვლადიმერ პუტინი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.