ამოღებულია 5 პისტოლეტი, რევოლვერი, სანადირო თოფი, ცეცხლსასროლი იარაღი - დაკავებულია 1 პირი
თბილისში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან და დამხმარე ნაგებობიდან რამდენიმე პისტოლეტი, რევოლვერი, სანადირო თოფი, „ვინჩესტერის“ ტიპის იარაღი და საბრძოლო ვაზნები ამოიღეს.

თბილისში, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.
შსს-ს ცნობით, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლსა და დამხმარე ნაგებობაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, მათ შორის: 5 პისტოლეტი, 1 რევოლვერი, 4 სანადირო თოფი, 2 „ვინჩესტერის“ ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და გადაჭრილი სანადირო თოფი. ამოღებულია სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ათეულობით საბრძოლო ვაზნა და მჭიდები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…