შიდა ქართლის პოლიციამ დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი თბილისში დააკავეს. სამართალდამცველებმა ჩხრეკის შედეგად სხვადასხვა ტიპის იარაღი და ვაზნები ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქარელის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი პირი თბილისში დააკავეს.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულის საცხოვრებელ სახლსა და დამხმარე ნაგებობაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, მათ შორის: 5 პისტოლეტი, 1 რევოლვერი, 4 სანადირო თოფი, 2 "ვინჩესტერის" ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და გადაჭრილი სანადირო თოფი.
"პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ათეულობით საბრძოლო ვაზნა და მჭიდები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…