პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევებთან დაკავშირებით რუსეთის ელჩი დაიბარა

ნატო

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის საჰაერო სივრცეში სამი რუსული ფრთოსანი რაკეტის შეჭრის გამო რუსეთის ელჩი გეორგი მიხნო დაიბარა და მსგავსი ქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოითხოვა.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევებთან დაკავშირებით რუსეთის ელჩი დაიბარა
ინტერპრესნიუსი

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევებთან დაკავშირებით რუსეთის ელჩი დაიბარა. ამის შესახებ განცხადებას პოლონეთის საგარეო უწყება ავრცელებს.

განცხადების თანახმად, რუსეთის ელჩის, გეორგი მიხნოს დაბარება პარასკევს, 20 ნოემბერს, ქვეყნის საჰაერო სივრცეში სამი რუსული ფრთოსანი რაკეტის შეჭრასთან დაკავშირებით მოხდა.

“პოლონეთმა კატეგორიულად დაგმო ბოლო თვეების განმავლობაში პოლონეთის საჰაერო სივრცის ბოლო დარღვევები, ამ შემთხვევაში სამი რუსული ფრთოსანი რაკეტის მიერ, რომლებიც რეალურ საფრთხეს წარმოადგენდნენ პოლონეთის მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის. პოლონეთი მტკიცედ მოითხოვს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ეს ქმედებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის პოლონეთის მოქალაქეების სიცოცხლესა და უსაფრთხოებას და საჰაერო კატასტროფის გამოწვევის რეალურ რისკს შეიცავს. ევროკავშირისა და ტრანსატლანტიკური ალიანსის საზღვარზე დაძაბულობის ესკალაციის შემდგომი მცდელობები სრულიად მიუღებელია.

პოლონეთის ხელისუფლება ძალისხმევებს აგრძელებს, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან სრულ კოორდინაციაში მოქმედებს, რათა უზრუნველვყოთ ჩვენი საზღვრის, მათ შორის პოლონეთის ცის, უსაფრთხოება. პოლონეთი მადლობას უხდის მოკავშირეებს მათი სოლიდარობისთვის და ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად სწრაფი ქმედებისთვის.

პოლონეთი ასევე კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ მისი უკანონო აგრესია, რაც უზარმაზარ დანაკარგებს იწვევს, მათ შორის მშვიდობიან მოსახლეობაში,” - ნათქვამია განცხადებაში.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ნატო-ს პრესსპიკერი - პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის შემდეგ, ნატო ევროპაში დამატებითი სამხედრო საშუალებების განლაგების საკითხს განიხილავსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები