მაკა ბოჭორიშვილი ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე: გვქონდა საინტერესო და შინაარსიანი საუბარი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე
საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. ბოჭორიშვილის თქმით, მხარეებმა სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რეგიონულ სტაბილურობაზე, ეკონომიკურ და ენერგეტიკულ პროექტებსა და „შუა დერეფნის“ განვითარებაზე ისაუბრეს.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა.
„აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტი პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრით დავიწყე. გვქონდა საინტერესო და შინაარსიანი საუბარი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე.
ასევე, განვიხილეთ ერთობლივი ეკონომიკური და ენერგეტიკული პროექტები და „შუა დერეფნის“ განვითარების ახალი შესაძლებლობები.
ჩვენს ქვეყნებს ბევრი საერთო ინტერესი აკავშირებს. მნიშვნელოვანია, ეს ძლიერი პარტნიორობა და მეგობრობა კიდევ უფრო განვავითაროთ, - წერს ვიცე-პრემიერი სოციალურ ქსელში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
9 სტატიამაკა ბოჭორიშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა
მაკა ბოჭორიშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა
მაკა ბოჭორიშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა
მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა
მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ილჰამ ალიევს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტი პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრით დაიწყო
მაკა ბოჭორიშვილმა აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტი პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრით დაიწყო
მაკა ბოჭორიშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა
მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანში ვიზიტზე: ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო 2026 წლის ბოლოს, ოფიციალური განხორციელებულიყო ჩვენს მეგობარ ქვეყანაში და კიდევ ერთხელ გვესაუბრა ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგზე
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…