პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

არსებობს ორგანოებით, ადამიანებით ვაჭრობის რისკი, არსებობს ძალადობასთან, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ათასგვარი პრობლემა - დავით მათიკაშვილი სუროგაციაზე

საქართველოს პარლამენტი

დეპუტატ დავით მათიკაშვილის განცხადებით, კრიმინალური, მორალური და ეთიკური რისკების გამო საქართველოში სუროგაციის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღეს. მისი თქმით, არსებობს ადამიანებითა და ორგანოებით ვაჭრობის საფრთხე.

არსებობს ორგანოებით, ადამიანებით ვაჭრობის რისკი, არსებობს ძალადობასთან, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ათასგვარი პრობლემა - დავით მათიკაშვილი სუროგაციაზე
რუსთავი 2

"კრიმინალური, მორალური და ეთიკური რისკებიდან გამომდინარე, იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ სუროგაცია საქართველოში აიკრძალოს", - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მსოფლიოს არაერთ, მათ შორის ევროპული ქვეყნების უმეტესობაში, სუროგაცია სრულად არის აკრძალული.

"მსოფლიო პრაქტიკას რომ გადავხედოთ, ქვეყნების უდიდესი უმრავლესობა კრძალავს სუროგაციას. არის ქვეყნები, სადაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც კია დადგენილი სუროგაციაზე. მინიმალური რაოდენობის ქვეყნებში სუროგაცია დაშვებული.

არსებობს ორგანოებით, ადამიანებით ვაჭრობის რისკი, არსებობს ძალადობასთან, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ათასგვარი პრობლემა.

არსებული სტატისტიკის მიხედვით, მოქალაქეების მხოლოდ 5-6%-ია, ვინც სუროგაციით სარგებლობდა, დანარჩენი ყველა არის საქართველოში ჩამოსული არამოქალაქე პირები", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
არის რისკები, რომელიც დაკავშირებულია ტრეფიკინგთან, ქალთა ექსპლუატაციასთან, ბავშვთა უფლებების დარღვევასთან, ორგანოებით ვაჭრობასთან - ლევან მაჭავარიანი სუროგაციის აკრძალვაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები