არის რისკები, რომელიც დაკავშირებულია ტრეფიკინგთან, ქალთა ექსპლუატაციასთან, ბავშვთა უფლებების დარღვევასთან, ორგანოებით ვაჭრობასთან - ლევან მაჭავარიანი სუროგაციის აკრძალვაზე
დეპუტატ ლევან მაჭავარიანის განცხადებით, მმართველმა გუნდმა საპატრიარქოსთან კონსულტაციებით სუროგაციის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ის ტრეფიკინგის, ქალთა ექსპლუატაციისა და ორგანოებით ვაჭრობის საფრთხეებს შეიცავს.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, სუროგაციას თან დიდი რისკი ახლავს, რომელიც შესაძლოა ტრეფიკინგთან და ორგანოებით ვაჭრობასთან იყოს დაკავშირებული.
მისი თქმით, ამ პროცედურით ხშირად უცხოელები სარგებლობდნენ, რაც რისკებისგან დაზღვევისა და კონტროლის პროცესს კიდევ უფრო ართულებდა.
"ეს არის საკითხი, რომელიც ცალკე ინდუსტრიად გადაიქცა. სამწუხაროდ, ამ ინდუსტრიის მაქსიმალური კომერციალიზაცია მოხდა და არის ძალიან სერიოზული ბიზნესი.
ეს არის რისკები რომელიც დაკავშირებულია ტრეფიკინგთან, ქალთა ექსპლუატაციასთან, ბავშვთა უფლებების დარღვევასთან, ორგანოებით ვაჭრობასთან. ეთიკური და მორალური რისკი ახლავს ამ ყველაფერს.
მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც ყველა განვითარებულ ქვეყანაშია. ევროპული ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში, მთლიანად აკრძალულია ეს მიმართულება. დარჩენილია მხოლოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. ჩვენც შევუერთდით აკრძალვის გადაწყვეტილებას.
აქტიური კონსულტაციები გვქონდა საპატრიარქოსთანაც, შევაჯერეთ ჩვენი აზრები და, საბოლოო ჯამში, გუნდში მივიღეთ ეს გადაწყვეტილება.
აღსანიშნავია, რომ 100%-დან 98%-ის შემთხვევაში ამ სერვისით უცხოელები სარგებლობდნენ. რა თქმა უნდა, კიდევ უფრო რთულია გაკონტროლება, შემდეგ რა პროცესებში იზრდებოდა ეს ყველაფერი", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიალევან მაჭავარიანი სუროგაციის აკრძალვასთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკაზე: მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენ რა გადაწყვეტილებას მივიღებთ და რომელი მიმართულებით იქნება ეს გადაწყვეტილება მიღებული. მათი ერთადერთი ფუნქცია თავიანთი გადმოსახედიდან არის, რომ აბსოლუტურად ყველაფერს დაუპირისპირდნენ და აკრიტიკონ. ჩვენი საზოგადოება დარწმუნდა იმაში, რომ ოპოზიცია რასაც აკრიტიკებს, ნიშნავს, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ და სწორ გადაწყვეტილებებს ვიღებთ
სუროგაციის მაქსიმალური კომერციალიზაცია მოხდა და არის ძალიან სერიოზული რისკები, რომელიც დაკავშირებულია ეთიკურ რისკებთან, ადამიანთა ვაჭრობასთან, ტრეფიკინგთან, ქალთა ექსპლუატაციასთან და ბავშვთა უფლებების დარღვევასთან - ლევან მაჭავარიანი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…