პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

Reuters: არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილის შეჯახებას 11 ადამიანი ემსხვერპლა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სამგზავრო ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილის შეჯახებას 11 ადამიანი ემსხვერპლა. Reuters-ის ცნობით, მომხდარის მიზეზებს ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს.

Reuters: არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილის შეჯახებას 11 ადამიანი ემსხვერპლა
იმედინიუსი

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, რას ალ-ჰაიმას საამიროში, სამგზავრო ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას Reuters-ი ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ავტოსაგზაო შემთხვევა ალ-ვატანის გზაზე მოხდა. სამაშველო ოპერაციაში სასწრაფო დახმარებისა და სამოქალაქო თავდაცვის სამსახურების ჯგუფები მონაწილეობდნენ.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულმა საგანგებო სამსახურებმა ტერიტორია უსაფრთხოების მიზნით ლენტებით შემოსაზღვრეს და სატრანსპორტო ნაკადის მართვა უზრუნველყვეს.

შსს-ს ცნობით, ავარიის გამომწვევ მიზეზებს შესაბამისი ორგანოები იძიებენ. გამოძიების დასრულების შემდეგ მისი შედეგები გასაჯაროვდება.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
14 დაღუპული და 30 დაშავებული - არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები