რევაზ ნადარაია წითლიძეს: ქალბატონო ანა, ყველა პასუხს თუ შეფასებებად შერაცხავთ, მაშინ საერთოდ უნდა ავუკრძალოთ მოსარჩელე მხარეს პასუხის გაცემა. შეფასებები შემდეგ ორივე მხარემ გააკეთეთ
საკონსტიტუციო სასამართლოში რევაზ ნადარაიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ ანა წითლიძეს მიმართა, რომ პასუხების შეფასებებად შერაცხვის გამო კითხვა-პასუხის რეჟიმში შეფასებების გაკეთება არ არის საჭირო.

ქალბატონო ანა, ყველა პასუხს თუ შეფასებებად შერაცხავთ, მაშინ მოსარჩელე მხარეს საერთოდ უნდა ავუკრძალოთ პასუხის გაცემა, - ასე მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს, ანა წითლიძეს.
რევაზ ნადარაიას განმარტებით, შეფასებების გაკეთება ორივე მხარეს დასკვნით პასუხში შეუძლია.
"ქალბატონო ანა, ყველა პასუხს თუ შეფასებებად შერაცხავთ თქვენ, მაშინ მოსარჩელე მხარეს საერთოდ უნდა ავუკრძალოთ პასუხის გაცემა. ის, თუ მოსარჩელის პასუხში თქვენი პასუხი ვერ მიიღეთ, ეს შემდგომ შეგიძლიათ ჰკითხოთ.
ასე იყო თქვენთან მიმართებითაც. არამარტო თქვენთან, ყველა მოპასუხესთან მიმართებით. როდესაც პასუხს ვიღებდით იმ ფორმით, რა ფორმითაც იყო და სასამართლო ამ ყველაფერს შეაფასებს - სად იყო პასუხის გაუცემლობა, სად იყო თავის არიდება, სად იყო ზუსტი პასუხები გაცემული. აქედან გამომდინარე, ეს შეფასებები შემდეგ ორივე მხარემ გააკეთეთ თქვენს დასკვნით პასუხში. კითხვა-პასუხის რეჟიმში თითოეული შეკითხვის შეფასება არ გვინდა", - აღნიშნა რევაზ ნადარაიამ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…