პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

საქართველოს მოქალაქეებისთვის სუროგაცია დაშვებული უნდა იყოს - არჩილ ხომასურიძე

ქართული ოცნება

რეპროდუქტოლოგი არჩილ ხომასურიძე აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის სუროგაციის აკრძალვა შეცდომაა და პროცესს იატაკქვეშეთში წაიყვანს. მმართველი გუნდი კი სუროგაციის სრულ აკრძალვას გეგმავს.

საქართველოს მოქალაქეებისთვის სუროგაცია დაშვებული უნდა იყოს - არჩილ ხომასურიძე
BM.GE

რეპროდუქტოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი, რეპროდუქტოლოგი არჩილ ხომასურიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის სუროგაციის აკრძალვა სწორი გადაწყვეტილება არაა.

როგორც ხომასურიძემ BMG-ს საკითხის კომენტირებისას განუცხადა, სფეროში არსებული დარღვევების და გამოწვევების ფონზე უცხოელებისთვის სუროგაციის აკრძალვა გამართლებულია, თუმცა ეს მეთოდი დაშვებული უნდა იყოს საქართველოს მოქალაქეებისთვის.

ამასთანავე, რეპროდუქტოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი დარგში რეგულაციების გამკაცრების აუცილებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, ხშირია შემთხვევები, როდესაც, მაგალითად, სუროგატების ჯანმრთელობის მდგომარეობა დადგენილ მოთხოვნებს არ შეესაბამება.

„[მმართველი გუნდის ინიციატივა სუროგაციის აკრძალვაზე] ნახევრად სწორი გადაწყვეტილებაა. რადიკალურ აკრძალვას არასდროს არაფერში, მედიცინის ჩათვლით, მოუტანია სარგებელი: ეს ძირითადად იწვევს იმას, რომ პროცედურა, რომელიც იკრძალება, მიდის იატაკქვეშ.

რა შეიძლებოდა, ყოფილიყო ალტერნატიული და უფრო სწორი, რასაც მე მივესალმებოდი? სუროგაცია უშვილობის მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდია და სხვათა შორის, საკმაოდ პრიმიტიული. არაფერი სირთულე მასში არ არის. ის, რომ „აღებ-მიცემობა“ გაჩაღდა, ჩვენს საზოგადოებას სჩვევია ასეთი გადახრები ძალიან ხშირად. ეს არ არის სწორი და მე არ მომწონს, რა თქმა უნდა. რაც შეეხება უცხოელებს, მათთვის საქართველოში სუროგაციის ბაზარი არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა. ქართველებისთვის კი უნდა იყოს ყველანაირი [სუროგაცია დაშვებული]. ამ მიმართულებით კონტროლირებადი გასამრჯელოც შესაძლებელია და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის [უნდა იყოს დასაშვები] და არა უცხოელებისთვის. მაგრამ სუროგაცია უნდა იყოს კონტროლირებადი. სამედიცინო თვალსაზრისით, სუროგატი დედების ჯანმრთელობა ძალიან ხშირად არ შეესაბამება იმ მოთხოვნებს, რომელიც აუცილებელია სუროგაციისთვის. ავადმყოფი ქალები მიდიან სუროგატობაზე... ეს უნდა იყოს ძალიან კარგად გაკონტროლებული და უნდა იყოს ლოკალური ქართველებისათვის და არა უცხოელებისთვის. უცხოელებისათვის [აკრძალვას] იმიტომ ვემხრობი, რომ „აღებ-მიცემობა“ მიდის, ხდება დონაცია, ემბრიონებს ყიდიან და მივყავართ კორუფციასთან. ეს უნდა აიკრძალოს. ხოლო ქართველებისთვის ეს მეთოდი უნდა იყოს დასაშვები.

[სრული] აკრძალვით კი [პროცესები] ყოველთვის მიდის იატაკქვეშეთში. ეს ხომ ხდება ხოლმე. მაგალითად, აბორტებს რომ ვებრძოდით ჩვენ თავის დროზე, გაგვიჭირდა, იმიტომ, რომ იმ წუთში იატაკქვეშეთში წავიდა, როგორც კი დაიწყო აკრძალვაზე ლაპარაკი და სხვა მეთოდით გავიმარჯვეთ აბორტთან“, - განაცხადა არჩილ ხომასურიძემ.

ცნობისთვის, "ქართულმა ოცნებამ" სუროგაციის აკრძალვა კიდევ ერთხელ დააანონსა, ამჯერად - საქართველოს მოქალაქეებისთვისაც. ინ-ვიტრო განაყოფიერებაზე კი შეზღუდვა არ გავრცელდება და ამ სერვისით როგორც ქართველები, ისე უცხოელები ისარგებლებენ. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ახალ დოკუმენტზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და კონკრეტული დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. BM.GEოპოზიციურინახევრად სწორი გადაწყვეტილებაა, ქართველებისთვის სუროგაცია დაშვებული უნდა იყოს - არჩილ ხომასურიძე
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
უნდა აიკრძალოს თუ არა სუროგაცია საქართველოს მოქალაქეებისთვისაც?|ინტერვიუ ლადო კახაძესთანწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები