პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ეროვნულმა არქივმა პრაღაში გამართულ ICARUS-ის 37-ე ყრილობაზე ქართული გამოცდილება წარადგინა

ეროვნული არქივის დელეგაციამ პრაღაში, ICARUS-ის 37-ე ყრილობაზე, მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესში საარქივო დოკუმენტების გაციფრულებისა და კინომემკვიდრეობის პოპულარიზაციის ქართული გამოცდილება წარადგინა.

ეროვნულმა არქივმა პრაღაში გამართულ ICARUS-ის 37-ე ყრილობაზე ქართული გამოცდილება წარადგინა
იმედინიუსი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის დელეგაცია ქალაქ პრაღაში გამართულ საარქივო კვლევის საერთაშორისო ცენტრის (ICARUS) 37-ე ყრილობასა და საერთაშორისო კონფერენციას „დიგიტალიზაცია - ტრანსფორმაცია – ინსპირაცია“ დაესწრო. ინფორმაციას ეროვნული არქივი ავრცელებს.

კონფერენციაზე ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი სოფრომაძემ მიწის სისტემურ რეგისტრაციის ფარგლებში საარქივო დოკუმენტების ციფრულ ტრანსფორმაციაზე ისაუბრა. პრეზენტაცია შეეხებოდა 2022–2025 წლებში საქართველოში განხორციელებული მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესში ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტების გამოყენებას, მათ მასშტაბურ დამუშავებას, გაციფრულებასა და სპეციალურ ელექტრონულ პლატფორმაზე ინტეგრაციას.

ამასთან, ღონისძიების ფარგლებში გიორგი სოფრომაძემ მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის – „ფართომასშტაბიანი დიგიტალიზაცია: საჭირო რესურსები და ინფრასტრუქტურა“ – მუშაობაში; ეროვნული არქივის საზოგადოებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა სოფიო ჯობავამ კი მრგვალი მაგიდის – „კოლექციებიდან კომუნიკაციამდე: როგორ მივაწოდოთ დიგიტალური მემკვიდრეობა საზოგადოებას არატრადიციული საარქივო მეთოდებით“ – მონაწილეებს საქართველოს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო ინიციატივები და კინომემკვიდრეობის პოპულარიზაციის მიმართულებით განხორციელებული პროექტები გაუზიარა.

ყრილობა და კონფერენცია, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, მკვლევრები და ციფრული ტექნოლოგიების სპეციალისტები მონაწილეობდნენ, საარქივო კვლევის საერთაშორისო ცენტრის (ICARUS), DTI ალიანსისა და ჩეხეთის ეროვნული არქივის ორგანიზებით გაიმართა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ეროვნულ არქივში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1 700 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები