ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

ეროვნულ არქივში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1 700 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა

იუსტიციის სამინისტრო

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში გაიხსნა XI საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს ეძღვნება.

ეროვნულ არქივში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1 700 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა
ეროვნულ არქივში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1 700 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნარუსთავი 2

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში XI საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა - ტენდენციები და გამოწვევები" გაიხსნა. წლევანდელი ღონისძიება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს ეძღვნება.

"ქრისტიანობის მიღებითა და სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებით ქვეყანამ აირჩია სულიერი გზა, რომელმაც განსაზღვრა ქართული კულტურა, აზროვნება, სახელმწიფოებრივი განვითარება და ფასეულობები. იგი გამოვლინდა არქიტექტურაში, მხატვრობაში, საგალობელსა თუ ლიტერატურაში", - აღნიშნულია ეროვნული არქივის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კონფერენცია გახსნეს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თამარ ზოდელავამ და ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა. ღონისძიების მონაწილეებს მიესალმნენ ვენის უნივერსიტეტის პროფესორი, ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის წევრი კლაუდია რაპი და ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების უფროსი ქეთევან ასათიანი.

ღონისძიებაში 40-ზე მეტი ქართველი და უცხოელი მეცნიერი მონაწილეობს. კონფერენცია საქართველოს ეროვნულ არქივში 3 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ქრისტიანობის მიღებითა და სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებით ქვეყანამ აირჩია სულიერი გზა, რომელმაც განსაზღვრა ქართული კულტურა, აზროვნება, სახელმწიფოებრივი განვითარება და ფასეულობები. იგი გამოვლინდა არქიტექტურაში, მხატვრობაში, საგალობელსა თუ ლიტერატურაში“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.