პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

გურამ მაჭავარიანი – დარწმუნებული ვარ, ევრობიუროკრატიის განცხადებების მიმართ ქართულ საზოგადოებაში დიდი ინტერესი აღარ არის

ხალხის ძალაქართული ოცნება

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ევრობიუროკრატიის განცხადებების მიმართ ქართულ საზოგადოებაში ინტერესი აღარ არის, რადგან მათ თავად გაუწიეს დისკრედიტაცია საკუთარ ინსტიტუტებს.

გურამ მაჭავარიანი – დარწმუნებული ვარ, ევრობიუროკრატიის განცხადებების მიმართ ქართულ საზოგადოებაში დიდი ინტერესი აღარ არის
პირველი არხი

არ მგონია, რომ ევროკავშირის, ევროპარლამენტის და ზოგადად ევრობიუროკრატიის განცხადებები ქართულ საზოგადოებას დიდად აღელვებდეს, სამწუხაროდ, სხვათა შორის, იმიტომ, რომ თავადვე გაუწიეს დისკრედიტაცია ევროპის ინსტიტუტებს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ ევრობიუროკრატიის განცხადებების მიმართ ქართულ საზოგადოებაში დიდი ინტერესი აღარ არის.

„ევროპის ინსტიტუტები იქნება, ევროპარლამენტი თავისი რეზოლუციებით თუ ევროკომისია გადაწყვეტილებებით, ქართულ საზოგადოებას და სახელმწიფოს სთხოვდა და სთხოვს დამნაშავე პირების გამოშვებას ციხიდან, მათივე ევროპის სასამართლო ამართლებს დანაშაულში სააკაშვილს და რეზოლუციებით გვავალდებულებენ, რომ გავაუქმოთ ის კანონი, რომელიც იცავს ლგბტ პროპაგანდისგან ახალგაზრდებს და ეროვნულ ინტერესებზე ვთქვათ უარი. ამიტომ, დღეს დარწმუნებული ვარ, რომ ევრობიუროკრატიის განცხადებების მიმართ ქართულ საზოგადოებაში დიდი ინტერესი აღარ არის. მარტო ის რად კმარა, რომ დიდ დაპირისპირებაში თავად ევროკავშირი თავისივე თანამდებობის პირებთან და შეერთებული შტატების დღევანდელ პრეზიდენტთან და მის ადმინისტრაციასთან არის და რა გასაკვირია ახლა, რომ ევრობიუროკრატიას საქართველოში მიმდინარე პროცესები არ მოეწონოს“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, 25 ნოემბერს ევროპარლამენტში დაგეგმილია დებატები რეზოლუციის პროექტზე, რომლის სახელწოდებაა „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“.

მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გურამ მაჭარაშვილი - ევროკავშირში ახალ წევრებს მიიღებენ, პრაქტიკულად სუვერენიტეტის ჩამორთმევის უფლებით - ახალ წევრს არ ექნება იმის უფლება, რომ ვეტო დაადოს ამა თუ იმ საკითხს, ასეთი ევრო-საბჭოთა კავშირი არსებულ წევრებსაც არ სჭირდებათწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები