გურამ მაჭარაშვილი EPP-ის რეზოლუციაზე: "როდესაც ევრობიუროკრატები ასე საუბრობენ საქართველოზე, რომელიც,
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა პირობას აკმაყოფილებს, ხოლო ევრობიუროკრატების მსგავსი განცხადებები მათ დიქტატორებად ქცევაზე მიუთითებს.

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან საუბარში კომენტარი გააკეთა ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციაზე, რომლითაც მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს დემოკრატიული ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესი.
მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საქართველო ყველა პირობას აკმაყოფილებს და ეს ევროპული ინსტიტუტების კვლევებითაც დასტურდება; ევრობიუროკრატების მხრიდან კი საქართველოზე მსგავსი რეზოლუციების მიღება ადასტურებს, რომ ისინი თავად იქცნენ დიქტატორებად.
„როდესაც ევრობიუროკრატიის წარმომადგენელი საქართველოზე ასე საუბრობს – იმ კანდიდატ ქვეყანაზე, რომელსაც ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისთვის საჭირო ყველა პირობა შესრულებული აქვს და ამას მათივე ინსტიტუტების კვლევები ადასტურებს, ეს ერთ რამეზე მეტყველებს: ისინი თავად იქცნენ დიქტატორებად და არც ბულინგს ერიდებიან.
თავად ევრობიუროკრატები ჩინეთშიც ჩადიან, ხელშეკრულებებსაც აფორმებენ, მაგრამ ჩვენ გვეუბნებიან, რომ ჩინეთი დიქტატორული ქვეყანაა,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„როდესაც ევრობიუროკრატიის წარმომადგენელი საქართველოზე ასე საუბრობს – იმ კანდიდატ ქვეყანაზე, რომელსაც ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისთვის საჭირო ყველა პირობა შესრულებული აქვს და ამას მათივე ინსტიტუტების კვლევები ადასტურებს, ეს ერთ რამეზე მეტყველებს: ისინი თავად იქცნენ დიქტატორებად და არც ბულინგს ერიდებიან. თავად ევრობიუროკრატები ჩინეთშიც ჩადიან, ხელშეკრულებებსაც აფორმებენ, მაგრამ ჩვენ გვეუბნებიან, რომ ჩინეთი დიქტატორული ქვეყანაა,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.