პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

პრემიერი სომხეთის საკონსტიტუციო ცვლილებებზე: მოვუწოდებთ ე.წ. სამოქალაქო აქტივისტებს, ჩავიდნენ ერევანში და გააპროტესტონ ეს ცვლილებები, ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, ეს არის სომხეთის სუვერენული გადაწყვეტილება, ჩვენ დიდ პატივს ვცემთ სომხეთის ხელისუფლებას

ირაკლი კობახიძე სომხეთის საკონსტიტუციო რეფორმას სუვერენულ გადაწყვეტილებას უწოდებს და აქტივისტებს ხუმრობით მოუწოდებს, ერევანში ჩავიდნენ და ცვლილებები გააპროტესტონ.

ჩვენ დიდ პატივს ვცემთ სომხეთის ხელისუფლებას, ჩვენს მეგობარ ხელისუფლებას და წარმატებებს ვუსურვებთ საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელებისას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის სომხეთის სუვერენული გადაწყვეტილება და რამდენად არის ეს ყველაფერი შესაბამისობაში სამართლებრივ სტანდარტებთან, ამაზე იმსჯელებს თავად სომხეთის ხელისუფლება.

“ჩვენ მოვუწოდებთ ე.წ. სამოქალაქო აქტივისტებს, ჩავიდნენ ერევანში და გააპროტესტონ ეს საკონსტიტუციო ცვლილებები. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით.

ეს არის სომხეთის სუვერენული გადაწყვეტილება და აბსოლუტურად ლოგიკური სუვერენული გადაწყვეტილებაა. ჩვენს შემთხვევაში, თქვენ იცით, რომ სხვაგვარად არის მოწესრიგებული ეს საკითხი. ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც იმყოფება საქართველოში, აქვს ხმის მიცემის უფლება. სომხეთში ეს განსხვავებულად არის მოწესრიგებული, 1-წლიანი სტაჟი უნდა ჰქონდეს მოქალაქეს ქვეყანაში ცხოვრების, იმისათვის, რომ მისცეს ხმა. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად არის ეს ყველაფერი შესაბამისობაში სამართლებრივ სტანდარტებთან, ამაზე იმსჯელებს თავად სომხეთის ხელისუფლება. ეს არის მათი სუვერენული უფლება. ჩვენ დიდ პატივს ვცემთ სომხეთის ხელისუფლებას, ჩვენს მეგობარ ხელისუფლებას და წარმატებებს ვუსურვებთ საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელებისას”, - განაცხადა პრემიერმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოირაკლი კობახიძე სომხეთის საკონსტიტუციო ცვლილებებზე: ჩვენ მოვუწოდებთ ე.წ. სამოქალაქო აქტივისტებს, ჩავიდნენ ერევანში და გააპროტესტონ ეს საკონსტიტუციო ცვლილებები, ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, ეს არის სომხეთის სუვერენული გადაწყვეტილება, ჩვენ დიდ პატივს ვცემთ სომხეთის ხელისუფლებას, ჩვენს მეგობარ ხელისუფლებას და წარმატებებს ვუსურვებთ საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელებისას
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
სომხეთის ახალი კონსტიტუციის პროექტის მიხედვით, არჩევნებსა და რეფერენდუმებში მონაწილეობის წესი მკაცრდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები