პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

გიორგი შარაშიძე – 4 ოქტომბერი იყო „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი პროვოკაცია, არ გამოვრიცხავთ ოპოზიციონერი ლიდერების, მათ შორის ორგანიზატორების გარკვეულ კავშირს „ქართულ ოცნებასთან“

ქართული ოცნებაგახარია საქართველოსთვის

დეპუტატ გიორგი შარაშიძის განცხადებით, 4 ოქტომბერი „ქართული ოცნების“ დაგეგმილი პროვოკაცია იყო და არ გამორიცხავს ოპოზიციონერი ლიდერების კავშირს მმართველ პარტიასთან.

გიორგი შარაშიძე – 4 ოქტომბერი იყო „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი პროვოკაცია, არ გამოვრიცხავთ ოპოზიციონერი ლიდერების, მათ შორის ორგანიზატორების გარკვეულ კავშირს „ქართულ ოცნებასთან“
პირველი არხი

4 ოქტომბერი იყო „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი, წახალისებული პროვოკაცია, რაც შემდგომში გამოიყენა საკუთარი ძალაუფლების არა მხოლოდ შენარჩუნებისთვის, არამედ ავტორიტარული რეჟიმის დამძიმებისთვის, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ ავანტიურის მსხვერპლი ბევრი ადამიანი სრულიად შემთხვევით, გაუცნობიერებლად გახდა.

„არ ვსაუბრობ იმ ხალხზე, ვინც მიზანმიმართულად იყო ჩართული ამ დანაშაულში. ეს იყო ავანტიურა და ყველაზე დიდი პრობლემაა, რომ ეს ავანტიურა და პროვოკაცია „ქართული ოცნების“ მიერ იყო მოწყობილი. ჩვენ პოლიტპატიმრად ვერ შევაფასებთ ამ ადამიანებს, ვიდრე არ გვეცოდინება ადამიანების რა ნაწილი მოხვდა შემთხვევით და რა ნაწილმა მიიღო მონაწილეობა ამ პროვოკაციაში მიზანმიმართულად. ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვები, რომ მათ შორის ოპოზიციაშიც იყვნენ მოსყიდულები. ძალიან რთულია დღეს კონკრეტულ ადამიანებზე ვთქვათ, ვინ იყო მოსყიდული და ვინ არა, პირველ რიგში, ამაზე თავად უნდა ისაუბრონ. ევროპარლამენტის დებატებზე თუ პაატა ბურჭულაძეზეა საუბარი, როგორც ჩანს შესაბამის ორგანოს, ვინც იხილავს, საკმარისზე მეტი ინფორმაცია აქვს, რომ ეს ადამიანი პოლიტპატიმრად მიიჩნიოს, მაგრამ ჩვენთვის ეს საკითხი გაცილებით კომპლექსური და რთულია. ჩვენ არ გამოვრიცხავთ ოპოზიციონერი ლიდერების და მათ შორის ორგანიზატორების გარკვეულ კავშირს „ქართულ ოცნებასთან“, რომელიც თავად იყო ამ აქციის დამგეგმავი. შესაბამისად, კონკრეტულ სახელებზე ჯერჯერობით ვერ ვისაუბრებთ. ვნახეთ, მურთაზ ზოდელავამ საპატიმრო დატოვა და ნაცვლად იმისა, ამ ადამიანს ესაუბრა რა მოხდა 4 ოქტომბერს, შეცდომაში თუ შეიყვანა ვინმემ, ესეც აეხსნა საზოგადოებისთვის, ჯერჯერობით სამწუხაროდ არანაირი დამატებითი განმარტება არ მოგვისმენია“, – განაცხადა გიორგი შარშიძემ.

შეგახსენებთ, რომ 25 ნოემბერს ევროპარლამენტში გაიმართება დებატები რეზოლუციის პროექტზე, სახელწოდებით: „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“.

მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გიორგი შარაშიძე – „ოცნების“ ახალი კამპანია, თითქოს ევროპულ დედაქალაქებში დადიან, თავად მონდომებული არიან და ცუდია ევროპული ბიუროკრატია, ამომრჩევლის კიდევ ერთხელ მოტყუებას ემსახურებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები