გიორგი შარაშიძე – 4 ოქტომბრის აქციაში მონაწილეობას და გულშემატკივრობას გვაბრალებენ, როდესაც ერთადერთი პოლიტიკური პარტია ვიყავით, რომელიც პირველი დღიდან პროვოკაციას გაემიჯნა
დეპუტატ გიორგი შარაშიძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო სასამართლოში შეთითხნილი სარჩელი ჩამოეშლება. მისი მტკიცებით, პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ 4 ოქტომბრის აქციის მხარდაჭერას უსაფუძვლოდ აბრალებენ, მაშინ როცა ისინი ამ პროვოკაციას პირველივე დღიდან გაემიჯნენ.

საზოგადოება საკონსტიტუციო სასამართლოში კიდევ ერთხელ ნახავს, ჩვენი სამართლებრივი არგუმენტების გამოყენებით, როგორ ჩამოეშლება და ჩამოინგრევა „ოცნებას“ თავზე აბსურდული და შეთითხნილი სარჩელი, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
შარაშიძის თქმით, პარტია სარჩელს ბოლოს ხელოვნურად და უარგუმენტოდ დაამატეს.
„რა თქმა უნდა, ეს იქნება მორიგი მარცხი „ოცნებისთვის“, როდესაც საზოგადოება პირდაპირ ეთერში იხილავს მათ აბსოლუტურად ცრუ განზრახვას, თითქოს ქვეყნის გადარჩენისთვის იბრძვიან. ქვეყნისთვის მათი უკიდურესად დამაზიანებელი და საშიშია, რადგან მათი მიზანია, ქვეყანაში იყოს მხოლოდ ერთპარტიული მმართველობა, დიქტატურა, მხოლოდ ფასადური დემოკრატია, ხელოვნური ოპოზიციური პარტიები. ხელისუფლებას მიტაცებული აქვს ძალაუფლების ყველა შტო და ახლა გადაწყვიტა, რომ ოპოზიციაც თავად დანიშნოს და ქართველ ხალხს აუკრძალოს მათთვის სასურველი წარმომადგენლებისთვის ხმის მიცემა.
უკიდურეს შემთხვევაში კი, რომელიმე ოპოზიციური პარტიისთვის ხმის მიცემის ნებას თუ დართავს ქართველ ხალხს, ისიც თავად უნდა მონიშნოს და თავად უნდა განსაზღვროს, რომელ პარტიას ექნება უფლება არჩევნებში მონაწილეობის. საზოგადოება პირდაპირ ეთერში ნახავს, როგორც ჩამოინგრევა ხუხულასავით „ოცნებას“ აბსურდულიც ე.წ. სამართლებრივი არგუმენტი. ჩვენს პარტიას კონსტიტუციის არც ერთი მუხლი არ დაურღვევია. 4 ოქტომბრის აქციაში მონაწილეობას და გულშემატკივრობას გვაბრალებენ, როდესაც ერთადერთი პოლიტიკური პარტია ვიყავით, რომელიც პირველი დღიდან პროვოკაციას გაემიჯნა. 4 ოქტომბრის პროვოკაციას უფრო მეტ პროპაგანდას „ოცნება“ უწევდა. რატომ? იმიტომ, რომ ეს იყო „ოცნების“ ინტერესებში და პროვოცირებული. ჩვენ კი, კარდაკარ, ქუჩა-ქუჩა დავდიოდით და ხალხს მოვუწოდებდით, არა იმდენად ჩვენი პარტიისთვის ხმის მიცემას იმ არჩევნებში, არამედ ზოგადად არჩევნებში მონაწილეობას. ასე რომ, ეს 4 ოქტომბერი ერთ-ერთი მაგალითია, რამდენად აბსურდულია ე.წ. ბრალდებები ჩვენი პოლიტიკური პარტიის მისამართით“, – განაცხადა შარაშიაძემ.
ციტატები სტატიიდან
„რა თქმა უნდა, ეს იქნება მორიგი მარცხი „ოცნებისთვის“, როდესაც საზოგადოება პირდაპირ ეთერში იხილავს მათ აბსოლუტურად ცრუ განზრახვას, თითქოს ქვეყნის გადარჩენისთვის იბრძვიან. ქვეყნისთვის მათი უკიდურესად დამაზიანებელი და საშიშია, რადგან მათი მიზანია, ქვეყანაში იყოს მხოლოდ ერთპარტიული მმართველობა, დიქტატურა, მხოლოდ ფასადური დემოკრატია, ხელოვნური ოპოზიციური პარტიები. ხელისუფლებას მიტაცებული აქვს ძალაუფლების ყველა შტო და ახლა გადაწყვიტა, რომ ოპოზიციაც თავად დანიშნოს და ქართველ ხალხს აუკრძალოს მათთვის სასურველი წარმომადგენლებისთვის ხმის მიცემა. უკიდურეს შემთხვევაში კი, რომელიმე ოპოზიციური პარტიისთვის ხმის მიცემის ნებას თუ დართავს ქართველ ხალხს, ისიც თავად უნდა მონიშნოს და თავად უნდა განსაზღვროს, რომელ პარტიას ექნება უფლება არჩევნებში მონაწილეობის. საზოგადოება პირდაპირ ეთერში ნახავს, როგორც ჩამოინგრევა ხუხულასავით „ოცნებას“ აბსურდულიც ე.წ. სამართლებრივი არგუმენტი. ჩვენს პარტიას კონსტიტუციის არც ერთი მუხლი არ დაურღვევია. 4 ოქტომბრის აქციაში მონაწილეობას და გულშემატკივრობას გვაბრალებენ, როდესაც ერთადერთი პოლიტიკური პარტია ვიყავით, რომელიც პირველი დღიდან პროვოკაციას გაემიჯნა. 4 ოქტომბრის პროვოკაციას უფრო მეტ პროპაგანდას „ოცნება“ უწევდა. რატომ? იმიტომ, რომ ეს იყო „ოცნების“ ინტერესებში და პროვოცირებული. ჩვენ კი, კარდაკარ, ქუჩა-ქუჩა დავდიოდით და ხალხს მოვუწოდებდით, არა იმდენად ჩვენი პარტიისთვის ხმის მიცემას იმ არჩევნებში, არამედ ზოგადად არჩევნებში მონაწილეობას. ასე რომ, ეს 4 ოქტომბერი ერთ-ერთი მაგალითია, რამდენად აბსურდულია ე.წ. ბრალდებები ჩვენი პოლიტიკური პარტიის მისამართით“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…