ზლატანს კინოში კვლავ გადაიღებენ - იბრაჰიმოვიჩი ბოროტმოქმედის როლს მოირგებს
ზლატან იბრაჰიმოვიჩი კრიმინალურ სერიალ MobLand-ის მესამე სეზონში ბოროტმოქმედის როლს შეასრულებს. The Sun-ის ინფორმაციით, პროექტის პროდიუსერი გაი რიჩია, ხოლო სერიალში ჰელენ მირენი, ტომ ჰარდი და პირს ბროსნანიც მონაწილეობენ.

The Sun-ის ინფორმაციით, ლეგენდარული შვედი ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი კრიმინალურ სერიალ MobLand-ის მესამე სეზონში გამოჩნდება. ერიალის პროდიუსერი გაი რიჩია, ხოლო პროექტი სტრიმინგ-პლატფორმა Paramount+-ისთვის მზადდება.
ვეტერან თავდამსხმელთან ერთად პროექტში ჰელენ მირენი, ტომ ჰარდი და პირს ბროსნანი მონაწილეობენ. Paramount+-მა მესამე სეზონის გადაღება სექტემბრის დასაწყისში დაამტკიცა, გადაღებები კი მალე დაიწყება.
"ზლატანს იდეალური აღნაგობა აქვს ბოროტმოქმედის როლისთვის. 195 სანტიმეტრი სიმაღლით ის მართლაც შთამბეჭდავ ფიგურას წარმოადგენს", - განუცხადა The Sun-ს გადაღებებთან დაახლოებულმა წყარომ.
იბრაჰიმოვიჩს კინოში გამოცდილება უკვე აქვს. 2023 წელს გამოსულ ფრანგულ სათავგადასავლო კომედიაში "ასტერიქსი და ობელიქსი" მან რომაელი მეომარი, კაიუს ანტივირუსი განასახიერა.
ჯერ კიდევ 2018 წელს ზლატანი აღიარებდა, რომ აქცენტის გამო მას ხშირად ურჩევდნენ ბოროტმოქმედების როლების შესრულებას, თავად კი მთავარ როლებზე მაგალითად, "რემბოს" ან ჯეისონ ბორნის პერსონაჟებზე ოცნებობდა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…