პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გიორგი "კვარას" გარეშე დარჩენილი პსჟ-ის წინააღმდეგ - ჩვენი მეტოქე "კოპენჰაგენი"

ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ პსჟ-ს უმასპინძლებს. ქართველი თავდამსხმელი, რომელმაც მიმდინარე ტურნირზე უკვე გაიტანა „ლივერპულისა“ და „ნაპოლის“ კარში, ამჯერად პარიზული გუნდის დამარცხებას შეეცდება.

გიორგი "კვარას" გარეშე დარჩენილი პსჟ-ის წინააღმდეგ - ჩვენი მეტოქე "კოპენჰაგენი"
სპორტალი

ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხე ტურის დროა. რა ვნახეთ აქამდე? ლიგის ფაზაზე უჩვეულოდ წარმატებული პსჟ და მასთან ერთად უდანაკარგოები: "ასტონ ვილა" "ლივერპული", "რეალი" და "ბეტისი"; წაუგებელი "შტუტგარტი" და "არსენალი". ყველაზე ცუდი, რაც აქამდე ვნახეთ, ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმაა...

მიუნხენის "ბაიერნმა" სამი მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგო და სიტუაცია გამოსასწორებელი აქვს. უკეთეს ვითარებაში არც "ატლეტიკოა" და ეს გუნდები დღეს, 23:59 საათზე, მადრიდში, "მეტროპოლიტანოზე" ითამაშებენ, სადაც ფინალი ჩატარდება. პარალელურად ბევრი კარგი მატჩია: "ბარსელონა" - "ასტონ ვილა", "მანჩესტერი" - "რომა", მაგრამ ჩვენი მთავარი ინტერესი სხვაგანაა.

სამქულიანი "ვილიარეალი" პსჟ-ს უმასპინძლებს. გიორგი მიქაუტაძე "კვარას" გარეშე დარჩენილი ჩემპიონების კარის აღებას შეეცდება. გიორგი ლიგაზე შესანიშნავია, "ლივერპულსა" და "ნაპოლის" გაუტანა, "ბორუსიასთან" კი კუთხურიდან საგოლე პასი შეასრულა.

შემადგენლობები

ვილიარეალი: გულაკსი - მოურინიო, ნავარო, ვეიგა, კარდონა - ბუშანანი, გეიე, კომესანა, მოლეირო - პეპე, მიქაუტაძე;

პსჟ: საფონოვი - ჰაკიმი, ზაბარნი, პაჩო, ერნანდესი - ვიტინია, ნევეში, რუისი - აკლიუში, ტორესი, დუე.

დღეს, მანამდე, 21:45 საათზე, ტრავმის შემდეგ მომჯობინებული ირაკლი აზაროვის დონეცკის "შახტარი" "სპორტინგს" ლონდონში უმასპინძლებს. პარალელურად "გალათასარაი" - "შტუტგარტი".

ოთხშაბათს, 21:45 საათზე, კვლავ ქართველის გუნდი ითამაშებს, გიორგი მამარდაშვილის "ლივერპული" "ფენერბახჩეს" თურქეთში ესტუმრება. პარალელურად საბერძნეთში: აეკ - "რეალი".

ოთხშაბათის ცენტრალური დაპირისპირებები (23:59 სთ) "ლაიპციგი" - "მანჩესტერ სიტი" და "სლავია" - "არსენალია."

ხუთშაბათი, 23:59 სთ, კონფერენს ლიგა, მესამე ტური: კოპენჰაგენი - იბერია 1999.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. სპორტალინეიტრალურიმიქაუტაძე პსჟ-ის დასამწუხრებლად, საქართველოს ჩემპიონი დანიაში - ყველაფერი ევროტურნირებზე
მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
კვარაცხელია და იამალი ერთ ფლანგზე - მიქაუტაძე VS მამარდაშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები