მიქაუტაძე პსჟ-ის დასამწუხრებლად, საქართველოს ჩემპიონი დანიაში - ყველაფერი ევროტურნირებზე
ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ პსჟ-ს დაუპირისპირდება, ხოლო ირაკლი აზაროვის „შახტარი“ „სპორტინგს“ შეხვდება. კონფერენს ლიგის მესამე ტურში კი საქართველოს ჩემპიონი „იბერია 1999“ დანიაში „კოპენჰაგენს“ ესტუმრება.

ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხე ტურის დროა. რა ვნახეთ აქამდე? ლიგის ფაზაზე უჩვეულოდ წარმატებული პსჟ და მასთან ერთად უდანაკარგოები: "ასტონ ვილა" "ლივერპული", "რეალი" და "ბეტისი"; წაუგებელი "შტუტგარტი" და "არსენალი". ყველაზე ცუდი, რაც აქამდე ვნახეთ, ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმაა...
მიუნხენის "ბაიერნმა" სამი მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგო და სიტუაცია გამოსასწორებელი აქვს. უკეთეს ვითარებაში არც "ატლეტიკოა" და ეს გუნდები სამშაბათს, 23:59 საათზე, მადრიდში, "მეტრო პოლიტანოზე" ითამაშებენ, სადაც ფინალი ჩატარდება. პარალელურად ბევრი კარგი მატჩია: "ბარსელონა" - "ასტონ ვილა", "მანჩესტერი" - "რომა", მაგრამ ჩვენი მთავარი ინტერესი სხვაგანაა.
სამქულიანი "ვილიარეალი" პსჟ-ს უმასპინძლებს. გიორგი მიქაუტაძე "კვარას" გარეშე დარჩენილი ჩემპიონების კარის აღებას შეეცდება. გიორგი ლიგაზე შესანიშნავია, "ლივერპულსა" და "ნაპოლის" გაუტანა, "ბორუსიასთან" კი კუთხურიდან საგოლე პასი შეასრულა.
შემადგენლობები
ვილიარეალი: გულაკსი - მოურინიო, ნავარო, ვეიგა, კარდონა - ბუშანანი, გეიე, კომესანა, მოლეირო - პეპე, მიქაუტაძე;
პსჟ: საფონოვი - ჰაკიმი, ზაბარნი, პაჩო, ერნანდესი - ვიტინია, ნევეში, რუისი - აკლიუში, ტორესი, დუე.
სამშაბათს, მანამდე, 21:45 საათზე, ტრავმის შემდეგ მომჯობინებული ირაკლი აზაროვის დონეცკის "შახტარი" "სპორტინგს" ლონდონში უმასპინძლებს. პარალელურად "გალათასარაი" - "შტუტგარტი".
ოთხშაბათს, 21:45 საათზე, კვლავ ქართველის გუნდი ითამაშებს, გიორგი მამარდაშვილის "ლივერპული" "ფენერბახჩეს" თურქეთში ესტუმრება. პარალელურად საბერძნეთში: აეკ - "რეალი".
ოთხშაბათის ცენტრალური დაპირისპირებები (23:59 სთ) "ლაიპციგი" - "მანჩესტერ სიტი" და "სლავია" - "არსენალია."
ხუთშაბათი, 23:59 სთ, კონფერენს ლიგა, მესამე ტური: კოპენჰაგენი - იბერია 1999.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…