,,სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის 4 ფაქტი აღიკვეთა
„სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე მებაჟეებმა 64 992 ლარის ღირებულების 363 გრამი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს, რის გამოც სამი პირი ჯამში 20 075 ლარით დაჯარიმდა, ერთი საქმე კი საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური ასევე მათი კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული საქონელი კერძოდ - 363 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 64 992 ლარი შეადგინა.
ერთი კანონდამრღვევი მოქალაქის საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა ხოლო 3 კანონდამრღვევი მოქალაქე საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, სანქციის სახით ჯამში 20 075 ლარით დაჯარიმდა.
ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…