პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

არჩილ გორდულაძე: “თუ საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელს დააკმაყოფილებს, ეს გახდება შესაძლებლობა ქართული დემოკრატიისათვის, რომ ოპოზიციურ ველზე იყვნენ არა კონსტიტუციის ფეხქვეშ გამთელავი პარტიები, არამედ ისეთი პარტიები, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის მშვიდობიანი და განვითარებული მომავალი”

საკონსტიტუციო სასამართლოსაქართველოს პარლამენტინაციონალური მოძრაობა

არჩილ გორდულაძის განცხადებით, თუ საკონსტიტუციო სასამართლო მათ სარჩელს დააკმაყოფილებს, ოპოზიციურ ველზე „კონსტიტუციის ფეხქვეშ გამთელავი პარტიების“ ნაცვლად ქვეყნის მშვიდობიანი მომავლისთვის მომუშავე ძალები დარჩებიან.

არჩილ გორდულაძე: “თუ საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელს დააკმაყოფილებს, ეს გახდება შესაძლებლობა ქართული დემოკრატიისათვის, რომ ოპოზიციურ ველზე იყვნენ არა კონსტიტუციის ფეხქვეშ გამთელავი პარტიები, არამედ ისეთი პარტიები, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის მშვიდობიანი და განვითარებული მომავალი”
POSTV

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა.

„მას შემდეგ, რაც 5 დღის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან დემაგოგიის, პოლიტიკურ ტრიბუნად სასამართლოს სხდომის გადაქცევის, ტყუილების, ფაქტებით მანიპულირების კასკადი ვიხილეთ, დღეს დაიწყება სასამართლო პროცესი, კითხვები მოსამართლეების მხრიდან და ჩვენ მზად ვართ, თითოეულ საკითხთან დაკავშირებით გვქონდეს მსჯელობა და, კიდევ ერთხელ, საზოგადოებისა და სასამართლოს სამსჯავროზე გამოვიტანოთ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათთან მჭიდროდ დაკავშირებული არაკონსტიტუციური პარტიების დანაშაულებრივი, კონსტიტუციის დარღვევის მცდელობები თუ განხორციელებული ფაქტები“, – აღნიშნა გორდულაძემ.

გორდულაძის განმარტებით, მმართველი გუნდის მიზანია, საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასოს ამ პარტიების ანტიკონსტიტუციური ქმედებები, რაც, მათი თქმით, ქართულ დემოკრატიას განვითარების შესაძლებლობას მისცემს.

„მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანაში არსებობს ეგრეთ წოდებული პოლიტიკური ძალები, რომლებიც ერთი მხრიდან იმართებიან, ერთად გაერთიანებულები არიან, ერთ ორგანიზმად პოზიციონირებენ, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ შემთხვევებში ერთმანეთის მიმართ პიროვნული ანტიპათიები ახასიათებთ, როდესაც დავალების შესასრულებლად ყოველთვის ერთსა და იმავეს ამბობენ, ერთსა და იმავეს აკეთებენ… თუნდაც, ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტი, რომელმაც ისე ჩაიარა, თითქოს მათთვის, უბრალოდ, არ არსებობდა ასეთი ფაქტი. ზუსტად იგივე, მათი ეგრეთ წოდებული მედიები, პარტიული დანაყოფები არ აშუქებდნენ ან ცდილობდნენ, სადღაც ბოლო ნიუსად გაეშვათ და გაევრცელებინათ. კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ისინი ერთ თანხვედრაში არიან, როდესაც სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტა ხდება.

ამავე დროს, 2012 წლიდან, ბოლო პარტიის დაფუძნებიდან დღემდე, ეს პარტიები ჩართულები არიან არაკონსტიტუციურტ საქმიანობაში. ამავე დროს, ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ 2004-2012 წლები დავივიწყოთ და არ შევაფასოთ სამართლებრივადაც. მთავარია, რომ ამ ადამიანებისათვის კონსტიტუცია, ქვეყნის სუვერენიტეტი, სამართლებრივი სახელმწიფო, დემოკრატიის პრინციპი, უბრალოდ, არ არსებობს. ფეხქვეშ თელავენ ადამიანების გადაწყვეტილებას, ქართველი ხალხის ნებას და ცდილობენ, რომ გარე მმართველობა დაამყარონ ამ ქვეყანაში. ამიტომ ჩვენი ვალია, როგორც პასუხისმგებლიანი გუნდისა, რომ მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს და საკონსტიტუციო სასამართლომაც შეაფასოს მათი ანტიკონსტიტუციური ქმედებები. თუ საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს ჩვენს სარჩელს, ეს გახდება შესაძლებლობა ისევ ქართული დემოკრატიისათვის, რომ ოპოზიციურ ველზე იყვნენ არა კონსტიტუციის ფეხქვეშ გამთელავი პარტიები, არამედ ისეთი პარტიები, რომელთათვის მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის მშვიდობიანი და განვითარებული მომავალი. მათთან გვექნება უკვე პოლიტიკური კამათი და არ ვიქნებით ამ უცხო ძალების ნების გამტარებელი პარტიებისა თუ პირებისგან მხოლოდ ქვეყნის დაცვის პოზიციაში “, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 3ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოარჩილ გორდულაძე: თუ სასამართლო დააკმაყოფილებს სარჩელს, ეს გახდება შესაძლებლობა დემოკრატიისთვის, რომ არა კონსტიტუციის ფეხქვეშ გამთელი პარტიები იყვნენ ოპოზიციურ ველზე, არამედ პარტიები, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია მშვიდობიანი და განვითარებული მომავალი
  2. რუსთავი 2სამთავრობოარჩილ გორდულაძე საკონტიტუციო სარჩელზე: არ გვაქვს უფლება 2004-2012 წლები დავივიწყოთ. ამ ადამიანებისთვის კონსტიტუცია, ქვეყნის სუვერენიტეტი, სამართლებრივი სახელმწიფო, დემოკრატიის პრინციპები, უბრალოდ არ არსებობს
  3. პირველი არხისამთავრობოარჩილ გორდულაძე – ჩვენი მიზანია, საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასოს პარტიების ანტიკონსტიტუციური ქმედებები, რაც ქართულ დემოკრატიას განვითარების შესაძლებლობას მისცემს
  4. ინტერპრესნიუსინეიტრალურიარჩილ გორდულაძე - მზად ვართ, კიდევ ერთხელ საზოგადოების და სასამართლოს სამსჯავროზე გამოვიტანოთ „ნაციონალური მოძრაობის“ და მათთან მჭიდროდ დაკავშირებული არაკონსტიტუციური პარტიების დანაშაულებრივი ფაქტები
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მას შემდეგ, რაც 5 დღის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან დემაგოგიის, პოლიტიკურ ტრიბუნად სასამართლოს სხდომის გადაქცევის, ტყუილების, ფაქტებით მანიპულირების კასკადი ვიხილეთ, დღეს დაიწყება სასამართლო პროცესი, კითხვები მოსამართლეების მხრიდან და ჩვენ მზად ვართ, თითოეულ საკითხთან დაკავშირებით გვქონდეს მსჯელობა და, კიდევ ერთხელ, საზოგადოებისა და სასამართლოს სამსჯავროზე გამოვიტანოთ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათთან მჭიდროდ დაკავშირებული არაკონსტიტუციური პარტიების დანაშაულებრივი, კონსტიტუციის დარღვევის მცდელობები თუ განხორციელებული ფაქტები“
„მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანაში არსებობს ეგრეთ წოდებული პოლიტიკური ძალები, რომლებიც ერთი მხრიდან იმართებიან, ერთად გაერთიანებულები არიან, ერთ ორგანიზმად პოზიციონირებენ, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ შემთხვევებში ერთმანეთის მიმართ პიროვნული ანტიპათიები ახასიათებთ, როდესაც დავალების შესასრულებლად ყოველთვის ერთსა და იმავეს ამბობენ, ერთსა და იმავეს აკეთებენ… თუნდაც, ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტი, რომელმაც ისე ჩაიარა, თითქოს მათთვის, უბრალოდ, არ არსებობდა ასეთი ფაქტი. ზუსტად იგივე, მათი ეგრეთ წოდებული მედიები, პარტიული დანაყოფები არ აშუქებდნენ ან ცდილობდნენ, სადღაც ბოლო ნიუსად გაეშვათ და გაევრცელებინათ. კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ისინი ერთ თანხვედრაში არიან, როდესაც სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტა ხდება. ამავე დროს, 2012 წლიდან, ბოლო პარტიის დაფუძნებიდან დღემდე, ეს პარტიები ჩართულები არიან არაკონსტიტუციურტ საქმიანობაში. ამავე დროს, ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ 2004-2012 წლები დავივიწყოთ და არ შევაფასოთ სამართლებრივადაც. მთავარია, რომ ამ ადამიანებისათვის კონსტიტუცია, ქვეყნის სუვერენიტეტი, სამართლებრივი სახელმწიფო, დემოკრატიის პრინციპი, უბრალოდ, არ არსებობს. ფეხქვეშ თელავენ ადამიანების გადაწყვეტილებას, ქართველი ხალხის ნებას და ცდილობენ, რომ გარე მმართველობა დაამყარონ ამ ქვეყანაში. ამიტომ ჩვენი ვალია, როგორც პასუხისმგებლიანი გუნდისა, რომ მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს და საკონსტიტუციო სასამართლომაც შეაფასოს მათი ანტიკონსტიტუციური ქმედებები. თუ საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს ჩვენს სარჩელს, ეს გახდება შესაძლებლობა ისევ ქართული დემოკრატიისათვის, რომ ოპოზიციურ ველზე იყვნენ არა კონსტიტუციის ფეხქვეშ გამთელავი პარტიები, არამედ ისეთი პარტიები, რომელთათვის მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის მშვიდობიანი და განვითარებული მომავალი. მათთან გვექნება უკვე პოლიტიკური კამათი და არ ვიქნებით ამ უცხო ძალების ნების გამტარებელი პარტიებისა თუ პირებისგან მხოლოდ ქვეყნის დაცვის პოზიციაში“
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
არჩილ გორდულაძე: თუ სასამართლო დააკმაყოფილებს სარჩელს, ეს გახდება შესაძლებლობა დემოკრატიისთვის, რომ არა კონსტიტუციის ფეხქვეშ გამთელი პარტიები იყვნენ ოპოზიციურ ველზე, არამედ პარტიები, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია მშვიდობიანი და განვითარებული მომავალიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები