პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

Reuters: ირანის მუქარის გამო, აშშ-ის ხაზინის მდივანი სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს

ირანის მხრიდან მომდინარე მუქარის გამო, აშშ-ის ხაზინის მდივანმა სკოტ ბესენტმა საკუთარი სახლი დატოვა და სამხედრო ბაზაზე გადავიდა, იუწყება Reuters-ი.

Reuters: ირანის მუქარის გამო, აშშ-ის ხაზინის მდივანი სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს
იმედინიუსი

აშშ-ის ხაზინის მდივანმა სკოტ ბესენტმა ირანის მხრიდან სიცოცხლის მოსპობის მუქარის გამო, ვაშინგტონში მდებარე საცხოვრებელი სახლი დატოვა და საცხოვრებლად აშშ-ის სამხედრო ბაზაზე გადავიდა. ინფორმაციას Reuters-ი ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბესენტის საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად The New York Times-მა გაავრცელა. გასული თვის ბოლოს Reuters-ის მიერ მოპოვებულ დოკუმენტში ტრამპის ადმინისტრაციის დაზვერვის მაღალჩინოსანი აფრთხილებდა, რომ ირანის შეთქმულებები აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეებისა და ამერიკის მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელების მოწინავე ეტაპზე იყო.

სკოტ ბესენტი აგვისტოდან ხელმძღვანელობს ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციებისა და ეკონომიკური ზეწოლის კამპანიას. კამპანიის მიზანია თეირანის იძულება, შეწყვიტოს თავდასხმები საზღვაო გადაზიდვებზე და გახსნას ჰორმუზის სრუტე. სტრატეგიული მნიშვნელობის საზღვაო გზა 28 თებერვალს აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმების შემდეგ ჩაკეტილია.

ეკონომიკური ზეწოლის კამპანია ირანის პორტების საზღვაო ბლოკადასთან ერთად მიმდინარეობს. ის მოიცავს სანქციებს ახლო აღმოსავლეთში მოქმედი საბანკო ფილიალებისა და სხვა ფინანსური კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც ირანთან დაკავშირებულ ტრანზაქციებს ახორციელებენ.

„მდივანს ირანის რეჟიმის მუქარა ვერ შეაჩერებს. ის კვლავ ერთგულია ოპერაცია Economic Outcast-ის განხორციელებისა და ბლოკადის შენარჩუნების მიმართ, რაც ერთობლიობაში ირანის ეკონომიკის ჩამოშლას იწვევს“, - განაცხადა აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის წარმომადგენელმა წერილობით კომენტარში.

The New York Times-ის ინფორმაციით, ამ ეტაპზე უცნობია, რამდენად სერიოზული იყო უშუალოდ ბესენტის წინააღმდეგ მიმართული მუქარა.

საქმესთან დაახლოებული ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ბესენტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთება მას შემდეგ გაიზარდა, რაც The Wall Street Journal-მა გამოაქვეყნა მისი ჯორჯთაუნის სასახლის აეროფოტო. მან საცხოვრებელი სახლი 2025 წლის იანვარში, ხაზინის მდივნის თანამდებობაზე დამტკიცებიდან მალევე, 12,5 მილიონ დოლარად შეიძინა.

წყაროს განმარტებით, ფოტოს გამოქვეყნების შედეგად შესაძლებელი გახდა ბესენტის საცხოვრებელი სახლის ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენა, რის შემდეგაც მისი უსაფრთხოების მიზნით სამხედრო ბაზაზე გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიმედია - სკოტ ბესენტი, ირანის მხრიდან მისი სიცოცხლის ხელყოფის საფრთხის არსებობის გამო, სამხედრო ბაზაზე გადავიდა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მედია - სკოტ ბესენტი, ირანის მხრიდან მისი სიცოცხლის ხელყოფის საფრთხის არსებობის გამო, სამხედრო ბაზაზე გადავიდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები