პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს ცნობით, აჭარაში ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ხელშეწყობის, უკანონო შეძენა-შენახვისა და შეძენის მცდელობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს, რასაც 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს
რუსთავი 2

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ხელშეწყობის, უკანონო შეძენა-შენახვისა და შეძენის მცდელობის ბრალდებით სხვადასხვა დროს სამი პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბათუმში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მათ შორის ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: "მეფედრონი", "ალფა-პვპ", "მარიხუანა" და "ტეტრაჰიდროკანაბინოლი".

"საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
პოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები