პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ბრიტანეთის პრემიერის განცხადებით, რეფერენდუმის გარეშე ევროკავშირში ხელახლა გაწევრიანება წარმოუდგენელია

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ენდი ბერნემის განცხადებით, ახალი რეფერენდუმის ჩატარების გარეშე დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში ხელახლა გაწევრიანება წარმოუდგენელია.

ბრიტანეთის პრემიერის განცხადებით, რეფერენდუმის გარეშე ევროკავშირში ხელახლა გაწევრიანება წარმოუდგენელია
რუსთავი 2

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ბრიტანეთის ევროკავშირში ხელახლა გაწევრიანება ახალი რეფერენდუმის ჩატარების გარეშე წარმოუდგენელია. ენდი ბერნემის თქმით, თუ მივა დასკვნამდე, რომ ბრიტანეთი ევროკავშირში უნდა დაბრუნდეს, ამ საკითხზე უშუალოდ საზოგადოებას მიმართავს და ხალხის აზრს გაითვალისწინებს.

ბრიუსელში გამართული სამიტის შესახებ, თემთა პალატაში გაკეთებული განცხადების დროს ბერნემს ჰკითხეს, შეეძლო თუ არა მკაფიოდ და ცალსახად დაედასტურებინა, რომ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში ხელახლა გაწევრიანებას ახალი რეფერენდუმის გარეშე არ დაუშვებდა.

"დიახ, ეს წარმოუდგენელი იქნებოდა", - უპასუხა მან.

მედიის ინფორმაციით, პრემიერი მომავალ თვეში გეგმავს წარმოადგინოს ევროკავშირთან უფრო მჭიდრო ურთიერთობების გრძელვადიანი ვარიანტები. კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა კი მომდევნო საყოველთაო არჩევნების შემდეგ იგეგმება. მანამდე ის პირობას დებს, რომ "ლეიბორისტული" პარტიის საარჩევნო მანიფესტში განსაზღვრულ ძირითად პრინციპებსა და შეზღუდვებს არ გადაუხვევს.

დაუნინგ-სტრიტთან დაახლოებული წყაროების ვარაუდით, თუ ბერნემი დაასკვნის, რომ დიდი ბრიტანეთისთვის საუკეთესო გზა ევროკავშირში ხელახლა გაწევრიანებაა, მომდევნო საარჩევნო მანიფესტში მოლაპარაკებების დაწყების მანდატის მიღებას მოითხოვს, ამის შემდეგ კი დამადასტურებელ რეფერენდუმს ჩაატარებს.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი ენდი ბერნემს მოუწოდებს, ბრექსიტის საკითხს აღარ დაუბრუნდეს და არსებული პრობლემების მოგვარებაზე იზრუნოს - მედიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები