თამო კეშელავა: თორნიკე რაზმაძეს პრაქტიკულად სიკვდილი მიუსაჯეს და დააწერეს, რომ სამიზნეა
თამო კეშელავა: თორნიკე რაზმაძეს რასაც უკეთებენ, ეს არაა უბრალო ამბავი. თავად მოუგონეს, თავად გაასამართლეს და თავად მიუსაჯეს. პრაქტიკულად სიკვდილი მიუსაჯეს და დააწერეს, რომ სამიზნეა.

ჟურნალისტი თამო კეშელავა:
თორნიკე რაზმაძეს რასაც უკეთებენ, ეს არაა უბრალო ამბავი.
თავად მოუგონეს, თავად გაასამართლეს და თავად მიუსაჯეს.
პრაქტიკულად სიკვდილი მიუსაჯეს და დააწერეს, რომ სამიზნეა.
უამრავი ოჯახია ნარკოტიკით გამწარებული, ნახა ეს ვიდეოები, სულ ვერ მიხვდა რომ ხელოვნური ინტელექტით შექმნილია, დაიჯერა და ხედავს, ხვდება ქუჩაში - ვინმემ იცის რას იზამს?
თან ეს ხდება ადამიანზე, რომელსაც შსს ისე აკონტროლებს, რომ პოსტებისა და კომენტარების გამო აჯარიმებს, მათ შორის, რუსი პროპაგანდისტზე, სიმონიანზე ცუდის თქმა როგორ გაბედეო.
ასეთ კონტროლზე როცაა აყვანილი, ეს ნიშნავს, რომ თორნიკეზე ადრე შსს-ს და სუსს უნდა ენახა, რა ვიდეოებიც გავრცელდა და რატომ არ რეაგირებს?
თუ სუსის დაგეგმილი არაა, თუ მას არ აწყობს, რატომ არ რეაგირებს?
ხვალ მე მომიგონებენ რომ ვინმე მოვკალი
ზეგ შენ მოგიგონებენ, რომ საკუთარი დედა სცემე.
დაგვაწერენ შუბლზე რომ ვართ სიკვდილმისჯილები, სამიზნეები და გაგვიშვებენ ქუჩაში...
მერე იტყვიან, რა ჩვენი ბრალია, ვიღაცამ თუ სცემაო...
რასაც თორნიკეს უკეთებენ ეს არაა მხოლოდ ფსიქოლოგიური დარტყმა, მხოლოდ რეპუტაციული ზიანის მცდელობა, მხოლოდ კუდიანების ნადირობა პატიოსან ადამიანზე, - ეს ბევრად მეტია, ფიზიკური განადგურების დაგეგმვაა პირდაპირ ეთერში, ფიზიკური განადგურების ბრძანების გაცემაა ბრბოსთვის პირდაპირ ეთერში...
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…