,, საპატრიარქო იმასაც აღნიშნავს, თუკი “მთავრობა” არაქრისტიანულად მოიქცევა? არა? ასე არ გამოდის?” – ლევან ღამბაშიძე
ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე კითხულობს, შეაფასებს თუ არა საპატრიარქო ხელისუფლების ქმედებებს მაშინაც, როცა „მთავრობა“ არაქრისტიანულად მოიქცევა.

ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე:
,,საინტერესო იყო პატრიარქის მიმართვა, რომ “მთავრობა” ქრისტიანულად იქცევა, როდესაც სუროგაციას კრძალავს.
ანუ ეკლესიას “მთავრობის” პოლიტიკური გადაწყვეტილების ქრისტიანული კუთხით შეფასება შეუძლია.
შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, საპატრიარქო იმასაც აღნიშნავს, თუკი “მთავრობა” არაქრისტიანულად მოიქცევა? არა? ასე არ გამოდის?
მაგალითად, როდესაც… აი ძალიან ჰიპოთეტურად წარმოვიდგინოთ, რომ დავუშვათ “მთავრობის” წარმომადგენელი ამბობს, რომ მისი მოქალაქეების მიმართ ნულოვან თანაგრძნობას განიცდის და ზოგადად სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე აჰყავს ეს ნულოვანი თანაგრძნობა.
თანაგრძნობა ხომ ყველაზე საფუძველმდებარე ქრისტიანული ტერმინია?
შესაბამისად, ნულოვანი თანაგრძნობის პოლიტიკა არა თუ არა, არამედ ანტიქრისტიანული გამოდის.
ხოდა მე მჯერა რომ მალე მოვისმენთ ოცნების ანტიქრისტიანული პოლიტიკის მკაცრ შეფასებასაც. ვითომ არა? უცნაურია. რატომ ნეტა?“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…