პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

კუკავა: საპატრიარქოს პოზიცია იყო ფარისევლური... უამრავი საკითხია, რაზეც ხმა არ ამოუღიათ და სად ნახეს, რომ ვიღაცა შეწუხდა სუროგაციით?

საპატრიარქოტვ პირველიქართული ოცნებასაქართველოს პარლამენტი

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ საპატრიარქოს პოზიციას სუროგაციაზე ფარისევლური უწოდა და განაცხადა, რომ ეკლესია უფრო მძიმე სოციალურ პრობლემებზე დუმს. პარალელურად, საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში სუროგაცია იკრძალება.

კუკავა: საპატრიარქოს პოზიცია იყო ფარისევლური... უამრავი საკითხია, რაზეც ხმა არ ამოუღიათ და სად ნახეს, რომ ვიღაცა შეწუხდა სუროგაციით?
TV პირველი

"საპატრიარქოს პოზიცია იყო ფარისევლური... სად ნახეს, რომ ვიღაცა შეწუხდა საქართველოში სუროგაციით" - ამის შესახებ “თავისუფალი საქართველოს” ლიდერმა, კახა კუკავამ "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში, დიანა ტრაპაიძესთან საუბარში განაცხადა.

კუკავას თქმით, საქართველოში ბევრად მეტი სერიოზული და მნიშვნელოვანი პრობლემაა, რაზეც საპატრიარქო ხმას არ იღებს - "და სუროგაციის გარდა სხვა საკითხი ვერ მოძებნეს, რაზეც ეპისტოლეთი მიმართავდა საპატრიარქო საპატრიარქოს?"

პოლიტიკოსი ასევე საუბრობს ლეგიტიმაციის პრობლემაზეც - მისი განცხადებით, არა მარტო ხელისუფლებას აქვს ლეგიტიმაციის პრობლემა, არამედ ეს პრობლემა საპატრიარქოშიც არის.

სამწუხაროდ, საპატრიარქოს პოზიცია იყო ფარისევლური. საპატრიარქოს ხმა არ ამოუღია. სად ნახა საპატრიარქომ ან ხელისუფლებამ, რომ ვიღაცა შეწუხდა საქართველოში სუროგაციით. სად ნახეთ ან აქცია ან შეშფოთებული მოქალაქე სუროგაციით. ნახევარი მილიონი ადამიანი არის შეტანილი მოვალეთა რეესტრში, ბანკები ასახელებენ მოქალაქეებს და საპატრიარქოს ერთი ხმა არ ამოუღია ამაზე. არაბული ქალაქები - რომელზეც გვახსოვს ილია მეორის უმკაცრესი პოზიცია, თუ გაგიგიათ ახლა ამაზე საპატრიარქოს პოზიცია. პატრიარქი ხმას არ იღებს არაბიზაციაზე. აზარტულ თამაშებზე ვითომ ხმა ამოირეს, მაგრამ ხელისუფლებამ დააიგნორა ეს პოზიცია. რაც არ უნდა დელიკატური თემა იყოს, ვთქვათ პირდაპირ, ლეგიტიმაციის პრობლემა არის საპატრიარქოშიც, არა მარტო ხელისუფლებას აქვს... და აი იფიქრეს - აზარტული თამაშები, აქედან ორი მილიარდი შემოდის და ამას ვერ დაგითმობთ - გამოსახლება? ეს ბოდიში 100 მილიარდიანი ბიზნესია, ამას ვერ დაგითმობთ - არაბიზაცია? ამას 6 მილიარდი შემოაქვს და აგერ სუროგაცია არავის არ ადარდებს, ჩინელებზე და ისრაელის მოქალაქეებზ აკეთებენ ფულს და მოდით ამას დაგითმობთ. ეს იყო ნათქვამი, თორემ "დათა თუთაშხიაში" რომ არის "სროლა თუ უნდოდა მამაძაღლ ძარნავასო", რას ქვია, ქვეყანაში უამრავი საკითხია, ქართველი ხალხი გაჩანაგების პირასაა მისული და ე.ი. სუროგაციის გარდა სხვა საკითხი ვერ მოძებნეს, რაზეც ხელისუფლებისთვის თავისი თხოვნით და ეპისტოლეთი მიემართა საპატრიარქოს? ძალიან დიდი ბოდიში, ვიცი რა დაწესებულებაცაა, ვიცი, რომ მორიდებით უნდა ილაპარაკო და ა.შ. მაგრამ იცით, რომ გამოსახლებებეზე დავდივაღ წლებია, რამდენი დუბინკა მომხვედრია, დახოცეს მევახშეები და ამაზე დუმს საპატრიარქო და თურმე სუროგაცია ყოფილა პრობლემა. სად ნახეს ამ პრობლემით შეწუხებული საქართველოს მოქალაქე ძალიან მაინტერესებს", - ამბობს კახა კუკავა.

საქართველოში სუროგაცია აიკრძალება. გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე მიიღეს. ამის შესახებ შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

მისი თქმით, შესაბამის კანონპროექტზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს და პარლამენტში მისი ინიცირება უახლოეს მომავალში იგეგმება. კირცხალია აცხადებს, რომ საკითხზე ხელისუფლება საქართველოს საპატრიარქოსთანაც თანამშრომლობს.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საქართველოში სუროგაცია იკრძალება - საპარლამენტო უმრავლესობის წევრების შეფასებით, სუროგაცია, რომელიც ხშირად ბიზნესად იქცევა, ქალთა და ბავშვთა უფლებების უხეში დარღვევააწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები