ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 22-ე პაკეტის პროექტი წარადგინა
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-22 პაკეტი წარადგინა, რომელიც კიდევ 60 რუსული ბანკისა და „ჩრდილოვანი ფლოტის“ 70 გემის დასანქცირებას ითვალისწინებს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 22-ე პაკეტის პროექტი წარადგინა.
ევროკომისიის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, პაკეტი, კერძოდ, მიმართულია ფინანსური ინსტიტუტების, კრიპტოვალუტის პლატფორმებისა და ელექტროენერგეტიკული კომპანიების წინააღმდეგ.
ახალი სანქციები ითვალისწინებს:
საბრძოლო მოქმედებების მონაწილეებისთვის ვიზების გაცემის აკრძალვას
ევროპის მოქალაქეებისთვის რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ კომპანიებში ხელმძღვანელი თანამდებობების დაკავების აკრძალვას
ევროკავშირის ქვეყნებში გამართულ შეჯიბრებებში რუსული გუნდებისა და სპორტსმენების რუსეთის დროშის ქვეშ მონაწილეობის აკრძალვას
რუსეთის ოფიციალური სიმბოლოების დემონსტრირების აკრძალვას
რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროპული სპორტული ფედერაციების მმართველ ორგანოებში თანამდებობების დაკავების შეზღუდვას
სანქციების დაწესებას კიდევ 60 რუსული ბანკის წინააღმდეგ
სანქციების დაწესებას „ჩრდილოვანი ფლოტის“ კიდევ 70 გემის წინააღმდეგ
ევროპული კომპანიებისთვის რუსეთის ტერიტორიაზე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მშენებლობაში, ექსპლუატაციაში ან შეკეთებაში მონაწილეობის აკრძალვას.
„ჩვენი პოზიცია მკაფიოა: ჩვენ ვაძლევთ უკრაინას ძალას მშვიდობის მისაღწევად, ხოლო რუსეთს - ყველა საფუძველს იმისთვის, რომ არჩევანი მშვიდობის სასარგებლოდ გააკეთოს“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიაევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 22-ე პაკეტის პროექტი წარადგინა
ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 22-ე პაკეტი წარადგინა
ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 22-ე პაკეტი წარადგინა
ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 22-ე პაკეტი ოფიციალურად წარადგინა
ევროკომისიამ გაასაჯაროვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა 22-ე პაკეტის წინადადებები
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…