ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ურსულა ფონ დერ ლაიენი: სანამ რუსეთი ომს არ შეწყვეტს, სანქციებს არ მოვხსნით

ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი რუსეთს სანქციებს მანამ არ მოუხსნის, სანამ მოსკოვი უკრაინაში ომს არ შეწყვეტს, და ამჟამად სანქციების 22-ე პაკეტზე მუშაობს. ევროკომისიის პრეზიდენტის პოზიციას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტაც დაეთანხმა.

ურსულა ფონ დერ ლაიენი: სანამ რუსეთი ომს არ შეწყვეტს, სანქციებს არ მოვხსნით
ურსულა ფონ დერ ლაიენი: სანამ რუსეთი ომს არ შეწყვეტს, სანქციებს არ მოვხსნითიმედინიუსი

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ მოხსნის მანამ, სანამ მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ომს არ შეწყვეტს.

აღნიშნული განცხადება ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა.

„რა თქმა უნდა, ჩვენ პრეზიდენტ ტრამპის ენერგეტიკულ ზავს მხარი დავუჭირეთ, მაგრამ ვნახეთ, რომ რუსეთი მას პატივს არცერთი წუთით არ სცემს. ამის ნაცვლად რუსეთი ესკალაციაზე მიდის. შესაბამისად, რუსეთზე ზეწოლა უნდა გავზარდოთ. ახლა ჩვენ სანქციების 22-ე პაკეტზე ვმუშაობთ და ერთი რამ სრულიად ნათელია: სანამ რუსეთი ომს არ შეწყვეტს, სანქციებს არ მოვხსნით“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის პრეზიდენტის აღნიშნულ განცხადებას მხარი ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ დაუჭირა. კოშტამ აღნიშნა, რომ ახლა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნის დრო არ არის. მისი თქმით, ახლა უკრაინის მხარდაჭერის და რუსეთზე ზეწოლის გაზრდის დროა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„რა თქმა უნდა, ჩვენ პრეზიდენტ ტრამპის ენერგეტიკულ ზავს მხარი დავუჭირეთ, მაგრამ ვნახეთ, რომ რუსეთი მას პატივს არცერთი წუთით არ სცემს. ამის ნაცვლად რუსეთი ესკალაციაზე მიდის. შესაბამისად, რუსეთზე ზეწოლა უნდა გავზარდოთ. ახლა ჩვენ სანქციების 22-ე პაკეტზე ვმუშაობთ და ერთი რამ სრულიად ნათელია: სანამ რუსეთი ომს არ შეწყვეტს, სანქციებს არ მოვხსნით“
ფონ დერ ლაიენი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ზელენსკი მადლობას უხდის ევროკავშირს ახალი სანქციებისთვის: ეს არის სწორი სიგნალიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები