პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

მეუფე იოანე სუროგაციაზე: ეს დაუშვებელია, ბუნების საწინააღმდეგოა - დედა ელოდება შვილს სიყვარულით. იმას კი უნდა, რომ მალე მოიშოროს და ახალი დაიწყოს. ამიტომ ჩვენ ბავშვის უფლებიდან გამოვდივართ

ქართული ოცნება

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე სუროგაციას ბუნების საწინააღმდეგოს უწოდებს და აცხადებს, რომ სუროგატ დედას ბავშვის მალე მოშორება და ახლის დაწყება სურს, რის გამოც ისინი ბავშვის უფლებებიდან გამოდიან.

მეუფე იოანე სუროგაციაზე: ეს დაუშვებელია, ბუნების საწინააღმდეგოა - დედა ელოდება შვილს სიყვარულით. იმას კი უნდა, რომ მალე მოიშოროს და ახალი დაიწყოს. ამიტომ ჩვენ ბავშვის უფლებიდან გამოვდივართ
იმედინიუსი

წარმოიდგინეთ, სუროგატი დედის წიაღში ბავშვს ჰგონია, რომ ის დედაა, ის კი დედა არ არის, - განუცხადა ჟურნალისტებს სუროგაციის თემაზე ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი).

მისივე თქმით, სუროგაციის აკრძალვით ისინი ბავშვის უფლებებიდან გამოდიან.

„ეს დაუშვებელია, ბუნების საწინააღმდეგოა! იცით, რატომ? - ბავშვი დედის წიაღში რომ იზრდება, დედის ხმა ესმის, გულისცემა ესმის, მისი ხასიათი, განწყობა, ყველაფერი; მისით იკვებება. წარმოიდგინეთ, სუროგატი დედის წიაღში მას ჰგონია, რომ ის დედაა, ის კი დედა არ არის. დედა ელოდება შვილს სიყვარულით. იმას კი უნდა, რომ მალე მოიშოროს და ახალი დაიწყოს. ამიტომ ჩვენ ბავშვის უფლებიდან გამოვდივართ“, - განაცხადა მიტროპოლიტმა იოანემ.

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოში სუროგაციის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პატრიარქი: სუროგაციის აკრძალვა ქვეყანაში იქნება ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები