პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

POLITICO: ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელს, კაია კალასს კიდევ ერთი მტერი ჰყავს, ვისაც მისი თანამდებობიდან ჩამოშორება სურს - 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მარინ ლე პენს ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურის გაუქმება ან, უკიდურეს შემთხვევაში, მისი უფლებამოსილებების მკვეთრად შემცირება სურს

POLITICO-ს ცნობით, მარინ ლე პენს 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურის გაუქმება ან უფლებამოსილებების მკვეთრად შემცირება სურს.

POLITICO: ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელს, კაია კალასს კიდევ ერთი მტერი ჰყავს, ვისაც მისი თანამდებობიდან ჩამოშორება სურს - 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მარინ ლე პენს ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურის გაუქმება ან, უკიდურეს შემთხვევაში, მისი უფლებამოსილებების მკვეთრად შემცირება სურს
იმედინიუსი

ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელს, კაია კალასს კიდევ ერთი მტერი ჰყავს, ვისაც მისი თანამდებობიდან ჩამოშორება სურს - ეს მარინ ლე პენია, - წერს გამოცემა POLITICO.

პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ოთხი ოფიციალური პირის ცნობით, 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მარინ ლე პენს ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურის გაუქმება ან, უკიდურეს შემთხვევაში, მისი უფლებამოსილებების მკვეთრად შემცირება სურს.

„რეალობა ის არის, რომ [კალასის] სარგებლიანობა ძალიან შეზღუდულია და ის წევრი ქვეყნების დიპლომატიის დუბლირებას ახდენს“, - განაცხადა „ეროვნული გაერთიანების“ პრეზიდენტის, ჟორდან ბარდელას მრჩეველმა, შარლ-ანრი გალუამ. - „მის ლეგიტიმურობას არავინ აღიარებს, განსაკუთრებით არც შეერთებული შტატები და არც ჩინეთი“.

ეს კომენტარები ევროკავშირის ძალაუფლების ირგვლივ მზარდ დაძაბულობაზე მიუთითებს, რადგან ნაციონალისტური პარტიები - საფრანგეთიდან გერმანიამდე და პოლონეთამდე - ცდილობენ ბრიუსელისგან ძალაუფლება დაიბრუნონ, სადაც საგარეო პოლიტიკა მათ ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს წარმოადგენს. ეს ასევე დამატებით ზეწოლას ახდენს კალასსა და ევროპის საგარეო სამსახურზე (EEAS), რომელიც საგარეო პოლიტიკის სფეროში გაჭიანურებულ შიდა დავაშია ჩაბმული ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით მოქმედ ევროკომისიასთან.

„ეროვნულ გაერთიანებაში“ მიიჩნევენ, რომ ევროკავშირის დიპლომატიური სამსახური არა მხოლოდ გადასახადების გადამხდელთა ფულის ფუჭი ხარჯვაა, არამედ ხელსაც უშლის ევროპულ ქვეყნებს, საკუთარი ძალა მსოფლიო ასპარეზზე აჩვენონ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„რეალობა ის არის, რომ [კალასის] სარგებლიანობა ძალიან შეზღუდულია და ის წევრი ქვეყნების დიპლომატიის დუბლირებას ახდენს“
შარლ-ანრი გალუა
„მის ლეგიტიმურობას არავინ აღიარებს, განსაკუთრებით არც შეერთებული შტატები და არც ჩინეთი“
შარლ-ანრი გალუა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
Berliner Zeitung: პუტინთან მოლაპარაკებები კალასის გარეშე - ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი იმედგაცრუებად იქცაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები