პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ოქტომბერში საქართველომ თურქეთიდან 45,93 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია მიიღო

საქართველოს მთავრობა

ოქტომბერში საქართველომ თურქეთიდან 45,93 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია მიიღო, ხოლო 10 თვის ჯამურმა იმპორტმა 249,14 მლნ კვტ.სთ შეადგინა. მთავრობამ თურქეთთან ელექტროენერგიის ბარტერული გაცვლის მექანიზმი აამოქმედა.

ოქტომბერში საქართველომ თურქეთიდან 45,93 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია მიიღო
BM.GE

ოქტომბერში საქართველომ თურქეთიდან 45,93 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია მიიღო.

სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, 2026 წლის 10 თვის მონაცემებით, წელს თურქეთიდან იმპორტმა 249,14 მლნ კვტ.სთ შეადგინა, ამავე ქვეყანაში ექსპორტი კი მხოლოდ 169 მილიონი იყო.

ესკოს ოპერატიული მონაცემები აჩვენებს, რომ თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი ნოემბერშიც გრძელდება. 19 ნოემბრის ჩათვლით მეზობელი ქვეყნიდან უკვე 28.87 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიაა შემოტანილი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობას წელს თურქეთთან ელექტროენერგიის გაცვლის - ე.წ. ბარტერის მექანიზმი აქვს ამოქმედებული. შესაბამისი ცვლილებები „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ 21 მაისს შევიდა.

ცვლილებების მიხედვით, 2026 წლის მაის-ივლისის პერიოდში საქართველოდან თურქეთში ესკოს მიერ ელექტროენერგიის ექსპორტი განხორციელდებოდა იმ პირობით, რომ მიწოდებული ენერგია ქვეყანას შემოდგომაზე - სექტემბერ-ნოემბერში იგივე მოცულობით დაუბრუნდებოდა. ანალოგიური ნორმა მოქმედებდა 2018 წელსაც.

ბრძანებაში აღნიშნულია, რომ მექანიზმის მიზანია ელექტროენერგეტიკული სისტემის „მდგრადი, საიმედო და სტაბილური ფუნქციონირება“, ასევე სისტემაში წარმოქმნილი ელექტროენერგიის სიჭარბის მართვა და დეფიციტის დაფარვა უსასყიდლო ოპერაციით.

წელს თურქეთში ექსპორტი ამ ბაზარზე დაბალი ფასის გამო შეფერხდა. Galt & Taggart-ის ინფორმაციით, 2026 წლის მაის-ივლისში თურქეთში ელექტროენერგიის საშუალო ფასი 3.5 ცენტი/კვტ.სთ იყო, რაც წლიურად 46%-ით შემცირებული მაჩვენებელია. აქედან ექსპორტის სისტემური საფასური 1.5 ცენტი/კვტ.სთ-ს შეადგენდა. ამიტომ მთავრობამ ბარტერის შეთანხმება გააფორმა.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
თუ ყველა ობიექტი აშენდება, 2030 წლისთვის გენერაციის შეზღუდვა 4-ჯერ გაიზრდება | G&T-ი სტრატეგიის გადახედვის აუცილებლობაზე საუბრობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები