პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

2026 წელს საქართველოს სახელმწიფო ვალი მშპ-ის 32.5%-მდე შემცირდა - მსოფლიო ბანკი

მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახმად, იანვარ-სექტემბერში საქართველოს მთავრობის ვალი მშპ-ის 32.5%-მდე შემცირდა, ხოლო ბიუჯეტის პროფიციტმა მშპ-ის 1.4% შეადგინა.

2026 წელს საქართველოს სახელმწიფო ვალი მშპ-ის 32.5%-მდე შემცირდა - მსოფლიო ბანკი
BM.GE

2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანმა ბალანსმა პროგნოზირებული წლიური მშპ-ის დაახლოებით 1.4%-ის ტოლი პროფიციტი შეადგინა. ამავე პერიოდში მთავრობის ვალი მშპ-ის 32.5%-მდე შემცირდა. ამის შესახებ მსოფლიო ბანკის ნოემბრის ეკონომიკურ მიმოხილვაშია აღნიშნული.

მსოფლიო ბანკის შეფასებით, ფისკალური პროფიციტის ზრდას ხელი შეუწყო შემოსავლების მატებამ, რასაც პარალელურად თან დაერთო კაპიტალური კრედიტების ათვისებაში ჩამორჩენა, რის გამოც ამ მიმართულებით ვალები გეგმასთან შედარებით ნაკლები მოცულობით იყო ათვისებული.

„სექტემბრის ჩათვლით ფისკალური პროფიციტი კიდევ უფრო გაფართოვდა კაპიტალური ხარჯების შემცირების ფონზე, ხოლო მთავრობის ვალის თანაფარდობა მშპ-სთან კლებას განაგრძობდა“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, იანვარ-სექტემბერში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები წლიურად 9.2%-ით გაიზარდა. ამავე ტემპით, 9.2%-ით მოიმატა საგადასახადო შემოსავლებმაც.

მსოფლიო ბანკის თანახმად, საგადასახადო შემოსავლების ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საშემოსავლო გადასახადმა, რომლის შემოსავლებიც წლიურად 12.1%-ით გაიზარდა. დღგ-ის შემოსავლების ზრდამ 10.2%, მოგების გადასახადის შემოსავლების ზრდამ 24.2%, აქციზის შემოსავლების ზრდამ კი 5.6% შეადგინა.

ამავე პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები წლიურად 6.8%-ით გაიზარდა. მათ შორის შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯები 14.4%-ით, სოციალურ უზრუნველყოფაზე მიმართული ხარჯები 8.5%-ით, სუბსიდიები კი 10.7%-ით გაიზარდა.

განსხვავებული დინამიკა ჰქონდა კაპიტალურ ხარჯებს. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, იანვარ-სექტემბერში კაპიტალური ხარჯები წლიურად 14.8%-ით შემცირდა და მშპ-ის 2.7% შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი მშპ-ის 3.6% იყო.

მსოფლიო ბანკის შეფასებით, მუნიციპალიტეტებისთვის ტრანსფერების წლიური ასიგნებები უცვლელია, შესაბამისად, არსებული ჩამორჩენა ძირითადად წლის ბოლოსკენ გადავადებულ ხარჯვას ასახავს და შესაძლოა, მეოთხე კვარტალში ნაწილობრივ დაბალანსდეს.

მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანმა ბალანსმა მშპ-ის დაახლოებით 1.4% შეადგინა, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 0.4% იყო.

მთავრობის ვალი მშპ-ის 32.5%-ია

2026 წლის სექტემბრის ბოლოს საქართველოს მთავრობის ვალი მშპ-ის დაახლოებით 32.5%-ს შეადგენდა. 2025 წლის ბოლოს ეს მაჩვენებელი 34.4% იყო.

მსოფლიო ბანკის შეფასებით, მთავრობის ვალის თანაფარდობის შემცირებას ლარის გამყარებამ შეუწყო ხელი. 2025 წლის ბოლოდან საგარეო ვალი 6.9%-ით შემცირდა, ხოლო საშინაო ვალი 12.9%-ით გაიზარდა.

მიმოხილვის მიხედვით, მთავრობის მთლიანი ვალის დაახლოებით 63% საგარეო ვალზე მოდიოდა.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
საქართველოს საგარეო ვალი $8.8 მილიარდია - ვისი ვალი აქვს ქვეყანას?წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები