პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოს ეკონომიკა 2025 წელს 8,4%-ით გაიზარდა - ერთ სულ მოსახლეზე მშპ-მ, ისტორიაში პირველად, 27 000 ლარს გადააჭარბა, რეკორდული მაჩვენებლებია საგარეო ვაჭრობაშიც

საქსტატიეკონომიკის სამინისტრო

საქსტატის დაზუსტებული მონაცემებით, 2025 წელს საქართველოს ეკონომიკა 8,4%-ით გაიზარდა, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე მშპ-მ ისტორიაში პირველად 27 000 ლარს გადააჭარბა. ამასთან, 10 თვის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ თითქმის 10%-იანი ზრდით 23,5 მილიარდს გადააჭარბა.

საქართველოს ეკონომიკა 2025 წელს 8,4%-ით გაიზარდა - ერთ სულ მოსახლეზე მშპ-მ, ისტორიაში პირველად, 27 000 ლარს გადააჭარბა, რეკორდული მაჩვენებლებია საგარეო ვაჭრობაშიც
რუსთავი 2

საქსტატის დაზუსტებულ ეკონომიკურ მონაცემებში რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა. ისტორიაში პირველად, 2025 წელს 1 სულ მოსახლეზე მთლიანმა შიდა პროდუქტმა 27 000 ლარს გადააჭარბა. წინა წელს ეს ნიშნული 24 000 ლარამდე იყო.

დაზუსტებული მონაცემებით, გასულ წელს ყველაზე სწრაფად ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი გაიზარდა. დაახლოებით 29%-იანი ზრდის შედეგად, სექტორის მოცულობა 8 მილიარდ ლარს მიუახლოვდა. მაღალი ზრდის ტემპი დაფიქსირდა მომსახურების, განათლებისა და საფინანსო სექტორების მიმართულებითაც.

2025 წელს ქვეყნის ეკონომიკა 8,4%-ით გაიზარდა. საქართველოს ეკონომიკური ზრდის რუკაზე კიდევ ერთი წარმატებული წელი მოინიშნა. ეკონომიკის სტრუქტურაში დომინანტურ პოზიციებს კვლავ სამი მთავარი სფერო იკავებს - ვაჭრობა, დამამუშავებელი მრეწველობა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები.

საქსტატში წინა წლების დაზუსტებული ეკონომიკური მაჩვენებლებიც წარადგინეს. პანდემიური 2020 წლის ვარდნის შემდეგ ბოლო 5 წელია ქვეყნის ეკონომიკა ყოველწლიურად არანაკლებ 7,8%-ით იზრდება.

მსოფლიო ბანკი, "იბიარდი", საერთაშორისო სავალუტო ფონდი და არა მხოლოდ - გლობალური ფინანსური ორგანიზაციების შეფასებით, ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპი 2026 წელსაც შენარჩუნდება. გასული წლების მაჩვენებლებსა და პოზიტიურ პროგნოზებს ხელისუფლების ეფექტურ გადაწყვეტილებებს უკავშირებენ ეკონომიკის სამინისტროში.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ გაიზარდა საგარეო სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელიც. საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 10 თვეში სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ 23 მილიარდ ნახევარს გადააჭარბა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდზე თითქმის 10%-ით მეტია.

წლის დასრულებამდე 2 თვეზე ნაკლები რჩება, ეკონომისტები რეკორდულ მაჩვენებლებს კიდევ არაერთი მიმართულებით პროგნოზირებენ.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
2025 წელს მშპ-ის მოცულობა 108 418.1 მლნ ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წელთან შედარებით მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 8.4% შეადგინაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები